markup logo

926

მომავალ წელს ელექტრონიკა გაძვირდება. მიზეზი: ჩინეთში გაზრდილი ხელფასები

china

ხელფასების ზრდა ჩინეთში, სადაც უშვებენ ნაწილებს და აწყობენ მსოფლიოს ელექტრონული ტექნიკის უმეტეს ნაწილს, გაზრდის მოწინავე მსოფლიო კომპანიების მოწყობილობების თვითღირებულებას, რაც აუცილებლად იმოქმედებს ფასებზე.

ხელფასების ზრდა გამოიწვევს კომპიუტერების, მობილურების, სათამაშო კონსოლების და სხვა ელექტრონული მოწყობილობების ფასების ზრდას.

ჩინეთის სამხრეთ პროვინციაში გუანდუნ ახალი წლიდან კანონით  დაწესებული მინიმალური ხელფასი გაიზრდება 13,3%–ით – 149 დოლარიდან 169 დოლარამდე. უფრო მაღალი ხელფასები მხოლოდ პეკინშია, მაგრამ ზუსტად ამ პროვინციაში იწყობა Apple–ის, HP–ის, Samsung–ის, Nokia–ს და უამრავი სხვა ვენდორის ტექნიკა და ტექნიკის ნაწილები.

ინფლაციამ ჩინეთში ბოლო დროს გამოიწვია მუშების პროტესტები. 2012 წლის მაისიდან ივნისამდე ქვეყანაში იყო უამრავი გაფიცვა. აღსანიშნავია, რომ ამ ქალაქში ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასია, უფრო მაღალი მხოლოდ პეკინშია.

შენჩჟენი, რომელიც უშუალოდ ახლოს არის „კაპიტალისტურ“ ჰონკონგთან, გახდა ცნობილი ქარხანა Foxconn –ზე 2010 წელს მომხდარი რიგი თვითმკვლელობების შემდეგ.

ამ შემთხვევის შემდეგ ელქტრონული მოწყობილობების გამომშვები კომპანიები რეგულარულად უმატებენ ხელფასს მუშაკებს და აუმჯობესებენ სამუშაო პირობებს.  როდესაც Foxconn –მა გამოაცხადა ხელფასების 16–25% გაზრდის შესახებ, კომპანიებმა HP და Dell განაცხადეს, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციაზე ფასების ზრდას.

არსებობს ალბათობა, რომ Foxconn და სხვა მწარმოებლები გადაიტანენ საწარმოებს ჩინეთის უფრო იაფ ქალაქებში. თუმცა, ამას შესაძლოა არ ჰქონდეს აზრი, რადგან ჩინეთის ეკონომიკა იზრდება და ფასები მატულობს პრაქტიკულად ყველგან.

ახლახანს ჩინეთთან ვაჭრობის საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა იორგ ვუტკემ განაცხადა, რომ საქონლის წარმოების ფასი შესაძლოა სამჯერ გაიზარდოს უკვე 2020 წლისთვის.

მიმდინარე წლის დასაწყისში შედგენილ კვარტალურ ანგარიშებში კომპანია Hewlett-Packard და Dell არის გაფრთხილება ფასების შესაძლო ზრდაზე. ორი უმსხვილესი კომპიუტერების მწარმოებელი ხსნის ამ ფაქტს ჩინურ ბაზარზე არსებული ახალი ტენდენციებით და ჩინელი პარტნიორების ქარხნებში არსებული სიტუაციით.

მაგრამ ზოგიერთი დამოუკიდებელი ანალიტიკოსი არ თვლის, რომ წარმოების ფასების ზრდა არ გაოიწვევს ფასების ზრდას მზა პროდუქციაზე. ისინი აღნიშნავენ, რომ ახლა მსოფლიო ბრენდების ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ნედლეული და ნაწილები, მაშინ როდესაც აწყობის ღირებულება პროდუქციის ერთეულთან შედარებით, დაბალია.

მაგალითად, არაკომერციული ასოციაციის SACOM (Students and Scholars Against Corporate Misbehaviour) ექსპერტებმა, რომლებიც გამოდიან „კორპორაციული ეგოიზმის“ წინააღმდეგ, უკვე განაცხადეს, რომ თუ მწარმოებლები იმუქრებიან ფასების ზრდით, მაშინ ჯერ „გახსნან ახალ პროდუქციაზე ხარჯების ბალანსი, რათა მომხმარებელმა ნახოს, ფასის რა წილი უკავია მოწყობილობის აწყობას“. მაგრამ მათ, რა თქმა უნდა, არავინ უსმენს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება