markup logo

500

მობილური ტელეფონები დაიცავენ მეხიკოს მაცხოვრებლებს „ცუდი“ ტაქსის მძღოლებისაგან

taxi

მობილური ტელეფონების მფლობელებს მეხიკოში მალე საშუალება ექნებათ საგრძნობლად გაზარდონ პირადი უსაფრთხოების დონე დღე–ღამის ნებისმიერ დროს ტაქსით სარგებლობისას. 

ქალაქის მართველობამ მხარი დაუჭირა ოპერატორების ახალი სერვისის დანერგვის იდეას. ტაქსის გაჩერების დროს მოქალაქე სწრაფად მიიღებს ინფორმაციას იმის თაობაზე რამდენად უსაფრთხოა აღნიშნული მანქანით სარგებლობა. ამისთვის უნდა მიუთითოთ მანქანის ნომერი და ტელეფონის ეკრანზე გამოჩნდება ინფორმაცია მძღოლის მიერ სერიოზული დარღვევების თაობაზე.

მონაცემთა ბაზაში შეყვანილია 130 000 ოფიციალურად რეგისტრირებული ტაქსი. ექსპერტების აზრით ახალი პროგრამის დანერგვა დაეხმარება მექსიკის დედაქალაქის მართველობას „პირატულ ტაქსებთან“ ბრძოლაში და ერთდროულად ამ სატრანსპორტო საშუალებაში ჩადენილი დანაშაულების რაოდენობის  შემცირებაში.

სისტემის მომხმარებლებისთვის გათვალისწინებულია ასევე „საგანგაშო ზარი“. სახიფათო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში ტაქსით მოგზაურობისას, კლიენტმა მხოლოდ უნდა დააჭიროს ღილაკს მობილური ტელეფონის ეკრანზე – სიგნალი უმალ მიეწოდება მეხიკოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემას. მაშინვე, განგაშის ადგილზე გამოვა უახლოესი პოლიციის საპატრულო ბრიგადა. ტაქსით მგზავრობამდე მომხმარებლებს ასევე სთავაზობენ სხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მომსახურებას: კლიენტს შეუძლია მიუთითოს დანიშნულების ადგილზე მისვლის  დრო. ამ დროის გასვლის შემდეგ ირთვება „განგაში“ – სამართალდამცავები უკავშირდებიან მომხმარებელს ან მის ნათესავს, რათა შეამოწმონ მისი ადგილმდებარეობა.

ამ სერვისის გამოყენებისთვის მომხმარებელი აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეს და მიუთითოს ერთ–ერთი ნათესავის ტელეფონის ნომერი. თავად აპლიკაცია უფასოა.

მექსიკის დედაქალაქში ხშირად ხდება დანაშაული, რომლის მსხვერპლი ტაქსის მგზავრები არიან, განსაკუთრებით ღამის საათებში.

პოლიცია ურჩევს მოქალაქეებს ისარგებლონ მხოლოდ იმ ტაქსებით, რომლებსაც გააჩნიათ ოფიციალური ლიცენზია და სახელმწიფოს მიერ გაცემული ლოგოტიპი, რომელიც, ჩვეულებრივ, მაგრდება მანქანის მინაზე. თუმცა, ამ რჩევების დაცვაც არ არის ყოველთვის უსაფრთხო მგზავრობის გარანტია. ამიტომ, ახალი სერვისის დანერგვა ადგილობრივი მოსახლეობის აზრით, ძალზე სასარგებლოა ტაქსის გამოყენებისას პირადი უსაფრთხოების დონის გაზრდისთვის.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება