markup logo

449

მოაზროვნე სუპერკომპიუტერი ექიმი გახდა

watson

„IBM“-­ის მიერ შექმნილი სუპერკომპიუტერ Watson-­ისთვის‚ რომელმაც 2011 წლის თებერვალში სახელი გაითქვა იმით‚ რომ ტელევიქტორინა Jeopardy-­ში ამერიკელი მოაზროვნეები დაამარცხა‚ კიდევ ერთი გამოყენება იპოვეს. მანქანა‚ რომელიც ზომებით რამდენიმე მაცივრის ტოლია და რომელიც „ადამიანზე უკეთ აზროვნებს“‚ ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე კლინიკაში ერთდროული მუშაობისთვის ვირტუალური დიაგნოსტიკის დარგში დაიქირავეს‚ რათა მას მიეცა რჩევა­დარიგება სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის შესახებ.

იმისთათვის‚ რომ გაეგოთ Watson რამდენად კარგად ართმევს თავსასეთ ამოცანას‚ მას დაავალეს პასუხი გაეცა 188 კითხვაზე‚ რომლებიც აღებული იყო „ექიმის დილემადან“ – ექიმ­პრაქტიკანტების კონკურსიდან‚ რომელიც ყოველწლიურად ტარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. პასუხების სიზუსტე არ აღმოჩნდა მაღალი – 50%‚ მაგრამ უკეთესი არც ჩვეულებრივი‚ ანუ ადამიანი­ექიმების შედეგებია.

ამჟამად Watson­ს „ტვირთავენ“ ახალი მონაცემებით. სუპერკომპიუტერი აგრეთვე სწავლობს ავადმყოფობის ისტორიებს‚ ეძებს პაციენტებს მსგავსი სიმპტომებით და საზღვრავს მკურნალობის მეთოდებს‚ რომლებიც შეიძლება უფრო წარმატებული აღმოჩნდნენ.

„IBM“-­ში ამბობენ‚ რომ მონაცემთა დამ უშავების ტექნოლოგიები Watson­ს საშუალებას აძლევსდაამუშაოს დაახლოებით 200 მილიონი გვერდი ბეჭდური ინფორმაციისა 3 წამზე ნაკლებ დროში. ესე იგი‚ მანქანა რეალური დროის რეჟიმში პრაქტიკულად შეძლებს შეისწავლოს სამედიცინო სტატიპების‚ ცნობარებისა და შენიშვნების უზარმაზარი მოცულობა.

Watson-­მა გაიმარჯვა Jeopardy­-ში ერთ წელზე მეტი ხნის წინათ და მას შემდეგ სხვა ორგანიზაციები მისით დაინტერესდნენ. ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე კორპორაცია „INM“ პირველად მოელაპარაკა სადაზღვევო კომპანია Wellpoint-ს სუპერკომპიუტერში რეალიზებულ „კითხვებისა და პასუხების“ ტექნოლოგიის კომერციულ გამოყენებაზე. შემდეგ Watson-­მა თანამშრომლობა დაიწყო ლოს­ანჯელესის სამედიცინო ცენტრთან. იგი მას ინფორმაციას აძლევდა ინფორმაციის ონკოლოგიურ დაავადებებზე.

ზაფხულში იგი დაიქირავა ბანკმა Citigroup-მა ფინანსური კონსულტანტის რანგში (აქციების დამოუკიდებლად გაყიდვა მას არ ანდეს). Watson-­ის გამოყენება სურთ აგრეთვე საგანგებო სიტუაციებში და მეტეოროლოგიური მონაცემების დამუშავებისთვის.

მანქანა‚ რომელმაც ადამიანებს აჯობა

Watson კომპანია „IBM“­ის პროექტ „DeepQ A“­ს ნაწილია‚ რომლის მიზანია ისეთი კომპიუტერების შექმნის პერსპექტივების კვლევა‚ რომელთაც უნარი შესწევთ კონკურენცია გაუწიონ ადამიანებს შეკითხვებზე პასუხების გაცემისას‚ რომლებიც ჩამოყალიბებულია ბუნებრივ ენაზე. სისტემას ეწოდა ტომას ვატსონის სახელის პატივსაცემად‚ რომლის ხელმძღვანელობითაც „IBM“ XX საუკუნის პირველ ნახევარში გადაიქცა უმსხვილეს ტრანსნაციონალურ კორპორაციად.

პროგრამული კომპლექსი‚ რომლის შექმნას დასჭირდა ოთხი წელი‚ მუშაობს სერვერ „IBM Power 7“­ის ბაზაზე. იგი ოპტიმიზირებულია დიდი რაოდენობის ამოცანების შესასრულებლად‚ მიმართული ტექსტის ანალიზზე და პასუხების მომზადებაზე.

თავისი აზრით‚ იგი წარმოადგენს სუპერკომპიუტერს‚ რომელსაც აქვს მყარი დისკი გიგანტური მოცულობით. როგორც „IBM“ საიტზე არის ნათქვამი‚ სისტემა თავისი სიმძლავრით 90 სერვერის ექვივალენტურია.

მაგალითად‚ Watson‚ თუ კი იგი ქართულ ენაზე იმუშავებდა შესძლებდა გაერჩია სიტყვა „ბარი“ სასოფლო სამეურნეო იარაღის მნიშვნელობით არის ტექსტში თუ გეოგრაფიული ლანდშაფტის აღსანიშნავად.  შემქმნელების მტკიცებით‚ Watson­ს თვითონაც აქვს ფართო სიტყვიერი მარაგი და შეუძლია ილაპარაკოს.

ტელეთამაშის მიმდინარეობისას Watson­ს‚ ისევე როგორც მის ორგანულ მოწინააღმდეგეებს‚ უნდა მოესმინა კითხვა‚ რომელიც მას ეძლეოდა ხმოვანი სახით‚ დაეჭირა მექანიკურ ღილაკზე‚ რომელიც იძლეოდა სიგნალს‚ რომ მზადაა პასუხისთვის და ეპასუხა ასევე ხმით. რა თქმა უნდა‚ კომპიუტერი არ იყო ინტერნეტთან მიერთებული და მუშაობდა ავტონომიურად.

1997 წელს „IBM“ შექმნა სუპერკომიუტერი „Deep Blue“‚ რომელმაც დაამარცხა მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში გარი გასპაროვი‚ მაგრამ ამ სისტემის პრაქტიკული გამოყენება ვერ მოხერხდა.

კატეგორია: Hardware, PC, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება