markup logo

2,150

მისი „უმძლავრესობა“ MacBook Pro Retina Display

ახალი MacBook Pro Retina Display–ის  მიმოხილვებმა უკვე ჩაიარეს და არ დატოვეს მცირე ეჭვიც კი მის შესანიშნაობაში. ჩვენ  კი გთავაზობთ სხვადასხვა მედია საშუალებების პირველი შთაბეჭდილებების ნაკრებს.

Laptop Mag

ყველა ეს კომპონენტი იქცა შესანიშნავ სტანდარტად. Cinebench–ზე (წარმადობის შესამოწმებელი ტესტური პაკეტი) ახალ MacBook Pro–ს  პროცესორს ერგო 6.12 ქულა, 13 – ინჩიან MacBook Air–ს –  2.09  პროცესორის ტესტში. ბოლო თაობის 15 ინჩიანი MacBook Pro კი იღებს 5.41 ქულას, ანუ 18 %  დაბალს.

Geekbench–ზე (წარმადობის ტესტი) MacBook Pro –მ მიიღო 11,049 და გაუსწრო Acer Timeline M3 (6,017 ქულა), ისევე როგორც ბოლო თაობის 15–ინჩიან  Pro–ს (10,874). შარშან მიმოხილული Alienware M18X–მა დაიმსახურა  9,458, უფრო თანამედროვე MSI GT60–მა კი  10,854.

Slashgear

პრაქტიკულად ჩვენ ცოტა რამ შეგვიძლია მოვიმოქმედოთ იმისთვის, რომ  აიწიოს ახალი MacBook Pro–ს რეიტინგი. აპლიკაციები იტვირთება წამებში, სანამ ხატულა ჯერ არ გამქრალა ბოლომდე, ეშვება თითქმის სრულეკრანიანი ვიდეოს მსგავსი გამოსახულება და „ამოსუნთქვის“ გარეშე ერთდროულად ათვალიერებს და არენდერებს iMovie –ს.

TIME

სწორედ  Retina(ბადურა)  ეკრანი გამოარჩევს MacBook Pro –ს ყველა დანარჩენი Apple–ის და არა მხოლოდ Apple–ის მიერ წარდგენილ პერსონალური კომპიუტერისაგან.   iPhone 4 , 4S და ახალი iPad–ის მსგავსად, Apple–მა გაზარდა ეკრანის რეზოლუცია იმ ზღვრამდე, სადაც არ ჩანს ინდივიდუალური პიქსელები.   Pro –ს 2800 რეზოლუცია 1800 პიქსელით არ არის შთამბეჭდავი, ის უბრალოდ უპრეცენდენტოა.  ეს ძველმოდური 15″ MacBook Pro–ზე ოთხჯერ მეტია და MacBook –ის საეჭვოდ მსგავსი სტანდარტული HP Envy 15 ლეპტოპის თითქმის ხუთჯერ.

რომ არ მივაქციოთ ყურადღება რეკორდის დამყარებას, ეს ეკრანი მაინც სრულიად განსხვავებულია.  ის წინამორბედზე ნაკლებად ბზინავს და კონტრასტიც და ხედვის კუთხეც შესანიშნავი  აქვს.

NY Times

ვიდეო, ფოტო და ტექსტი შესანიშნავად გამოიყურება ამ გასაოცარ მკვეთრ ეკრანზე. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი სიმკვეთრისთვის აუცილებელია  განახლება. Apple–ის  სტანდარტული აპლიკაციები განახლებულია, ან განახლდება უახლოეს მომავლაში:  Safari, Mail, Aperture, iMovie, Final Cut, iPhoto. Photoshop და Autodesk განახლებაც  უკვე  „გზაშია“.

არაგანახლებულ პროგრამებში, მენიუებში, დიალოგურ ფანჯრებში და აკრეფილ ტექტშიც კი სიმკვეთრე ავტომატურად მატულობს. მაგრამ რამდენიმე პროგრამაში, ამ ეკრანზე ტექსტი გამოიყურება  შეუხედავად.

The Verge

ეკრანის გამორჩეულობისდა მიუხედავად, ყველაზე შთამბეჭდავია MacBook Pro–ს მსუბუქი და პატარა შესახედაობა.  MacBook Pro Retina Display –ს აქვს თითქმის თმის ღერის სისქე და ტრადიციულ 15-ინჩიან MacBook Pro–სთან შედარებით 25% უფრო მსუბუქია.

ABC News

65 პროცენტიან კონტრასტის მქონე ეკრანით  ლეპტოპის ელემენტი  მუშაობს 6 საათის განმავლობაში.  სან ფრანცისკოდან ნიუარკში (Newark) 5,5 საათიანი ფრენის განმავლობაში შეუწყვეტლად ვმუშაობდი ამ ლეპტოპზე და როდესაც დავეშვით დატენვის  20 პროცენტი  კიდევ იყო დარჩენილი .  ეს უმეტეს Windows 7 ულტრაბუკებზე უფრო ხანგრძლივია, თუმცა, არ აჭარბებს 13–ინჩიანი MacBook Air –ს, რომელიც  უსწრებს მას ერთი საათით.

Engadget

ოპტიმიზირებული გაგრილების სისტემა მუშაობს საგრძნობლად უფრო ნაზი და შეუმჩნეველი ხმაურით.  მას, რა თქმა უნდა,  ვერ დაარქმევ უხმოს, მაგრამ გაცილებით უფრო „მოკრძალებულია“. ფაქტიურად არც თუ ისე განხვავდება MacBook Air –სგან, თუმცა რამდენიმე დეციბელით დაბლაა.

 

კატეგორია: Hardware, ლეპტოპები .

კომენტარის დატოვება