markup logo

776

მეცნიერებმა მწყობრში ჩააყენეს 570­მეგაპიკსელიანი „ბნელი ენერგიის კამერა“

DEC

ჩილეში სერო­ტოლოლოს ობსერვატორიაში დაყენებულმა ასტრონომიულმა ციფრულმა კამერამ „DEC“ (Dark Energy Camera)‚ რომლის მატრიცის გარჩევადობა 570 მეგაპიკსელის ტოლია‚ ღამის ცის პირველი გადაღებები გააკეთა და ბნელი ენერგიის ძებნას შეუდგა.

პროექტმა „ბნელი ენერგიის კამერამ“‚ რომელიც ბნელი ენერგიის საერთაშორისო ცენტრის მრავალი ინჟინრის‚ ტექნიკოსისა და მეცნიერის დაუღალავი შრომის პროდუქტია‚ გააერთიანა სპეციალისტები ამერიკის შეერთებული შტატების ფერმის სახელობის ნაციონალური ამაჩქარებელი ლაბორატორიიდან და ბრაზილიის დიდი ბრიტანეთის‚ ესპანეთის‚ გერმანიისა და სხვა ქვეყნების მთელი რიგი კვლევითი ინსტიტუტებიდან და უნივერსიტეტებიდან. პროგრამამ სტარტი აიღო რვა წლის წინათ. ამ კვირას მიღებული სამცრეთის ცის სატესტო გადაღებები‚ მეცნიერთა სიტყვებით‚ დაგვეხმარება გავიაზროთ ბნელი ენერგიის ბუნება და არსი.

„შედეგები ჩვენ ახლოს მიგვიყვანენ ბნელი ენერგიის არსისა და იმ როლის გააზრებამდე‚ რომელსაც იგი თამაშობს სამყაროში“‚ – ამბობს ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროში მაღალი ენერგიების ფიზიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში.

კამერის ტესტირება დამთავრდება დეკემბერში. ჩილეს ანდების ატმოსფეროს კრისტალური სისუფთავე ხელს უწყობს საუკეთესო გარჩევადობის მქონე ხარისხიანი სურათების მიღებას. პირველმა სურათებმა უკვე აჩვენეს გამოსახულებები საუკეთესო და თითქმის თანაბარი სივრცითი გარჩევადობით.

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მკვლევარები გეგმავენ შეკრიბონ ცის 1/8 ნაწილის გამოსახულებელი‚ ესაა 300 მილიონი გალაქტიკა‚ დაახლოებით 100 ათასი გალაქტიკური დაჯგუფება და 4000 ზეახალი ვარსკვლავი.

ბნელი ენერგია – ბევრად კოსმოსური სივრცის ამოუცნობი სუბსტანციაა‚ მაგრამ სახელდობრ‚ იგი‚ მეცნიერების აზრით‚ პასუხისმგებელია სამყაროს სულ უფრო აჩქარებულ გაფართოებაზე. ამ სახეობის ენერგიის აღმოჩენა შესაძლებელია პირდაპირ თანამედროვე ასტროფიზიკური ხელსაწყოების საშუალებით‚ ამიტომაც მეცნიერები ცდილობენ „დაიჭირონ“ იგი გვერდითი ნიშნების მიხედვით.

„ბნელი ენერგიის კამერა“ შესდგება 62 ცალკეული მატრიცისგან‚ მონაცემებს რომლებისგანაც ამუშავებს კომპიუტერული ალგორითმი. ჩვეულებრივი ციფრული კამერებისგან განსხვავებით‚ სენსორ „DEC“­ს გააჩნია გაზრდილი მგრძნობელობა ინფრაწითელი გამოსხივების მიმართ. მა სშეუძლია დაინახოს სინათლე 100 ათასი გალაქტიკიდან‚ რომლებიც ჩვენგან დაშორებული არიან 8 მილიარდი სინათლის წლით.

ახალი მოწყობილობა განკუთვნილია უმსხვილესი გალაქტიკური კვლევების ჩასატარებლად. ერთდროულად განხორციელდება შეკრება მონაცემებისა‚ რომლებიც სინათლეს მოჰფენენ ბნელ ენერგიას‚ ესაა ინფორმაცია ზეახლებზე‚ გალაქტიკათა დაჯგუფებებზე‚ გალაქტიკების მსხვილმასშტაბიან შერწყმებზე და გრავიტაციულ ლინზებზე.

საერთაშორისო ცენტრი გეგმავს გახსნას კამერასთან ღია ურთიერთობის პროგრამა‚ რაც სშაუალებას მისცემს სხვა ასტრონომებს გამოიყენონ „DEC“ ასტეროიდებზე‚ ვარკვლავებზე და სხვა ციურ სხეულებზე დაკვირვებისთვის.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება