markup logo

775

მეცნიერებისთვის თავგანწირული

mecnier

ამერიკელი მეცნიერი კენ ჰეივორსი აპირებს თავი გასწიროს სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის – „რობოტების სხეულებში ადამიანის აზროვნების უკვდავება“. ჰარვარდის უნივერსიტეტის 41 წლის თანამშრომელი ამ იდეაზე უკვე ათი წელია მუშაობს. იგი თვლის‚ რომ მეცნიერების განვითარებისმოცემულ ეტაპზე‚ შესაძლებელია მისი ტვინის უჯრედების შენახვა‚ რათა მომავალი თაობის წარმომადგენლებმა შეძლონ მათი გაცოცხლება და რობოტის ტვინად გადაქცევა.

ჰეივორსი აცხადებს: „ კაცობრიობა აზროვნების ტელეპორტაციის გზაზე მოძრაობს. ჩვენ ვეცდებით‚ შევინახოთ ტვინი‚ შემდეგ დავშალოთ იგი ნაწილებად და გამოვიყენოთ ისინი რობოტების სხეულში. ეს იქნება იდეალური კომპიუტერი‚ შექმნილი ადამიანის ტვინის საფუძველზე“.

მეცნიერებაში რევოლუციის მოსახდენად მეცნიერი არ აპირებს გამოიყენოს საცდელი კურდღლები‚ იგი აპირებს‚ პირადად თვითონ მიიღოს მონაწილეობა ექსპერიმენტში – გამოიყენოს საკუთარი ტვინი. ჰეივორსი არ ნანობს იმაზე‚რომ წარუმატებლობის შემთხვევაში‚ შეიძლება‚ სამუდამოდ დაემშვიდობოს სიცოცხლეს. „ეს უკეთესია‚ ვიდრე ძალიან დავბერდე და ვიყო ავადმყოფი“‚ – განმარტავს მეცნიერი.

თავისი ექსპერიმენტის რეალიზაციის წინ‚ კენი აპირებს გამოსამშვიდობებელი დღესასწაულის მოწყობას ოჯახის წევრებისა და მეგობრების წრეში‚ თუმცა‚ მათი უმრავლესობა ამ გიჟური იდეის წინააღმდეგია.

აღვნიშნავთ‚ რომ კიბერნეტიკული უკვდავების ენთუზიასტები რუსეთშიც არიან. ერთ­ერთმა მათგანმა‚ პროექტ „2045“­ის ხელმძღვანელმა დიმიტრი იცკოვმა‚ ამასწინათ თავი გაგვახსენა – მან მიმართა ჟურნალ „Fორბეს“­ის სიით პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს თხოვნით‚ გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა ისეთი ტექნლოგიების დასამუშავებლად‚ რომლებიც საშუალებას მოგვცემენ‚ გავზარდოთ ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა და გავხადოთ იგი უკვდავი.

პროექტი „2045“‚რომელიც დიმიტრი იცკოვმა „რუსეთის წამყვან მეცნიერებთან ერთად“ დააფუძნა‚ მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის გაზრდას კიბერნეტიკული ტექნოლოგიების საშუალებით‚ რობოტოტექნიკის გარეშე.

გეგმა ოთხი ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე (2015-­2020 წლები) იგეგმება ადამიანის სხეულის ხელოვნური ასლის შექმნა‚ რომლის მართვა შესაძლებელი იქნება აზრის საშუალებით. მეორე ეტაპზე (2020-­2025) – ადამიანის ხელოვნურ ასლში გადაინერგება ადამიანის ტვინი მისი სიცოცხლის ბოლოს. მესამე ეტაპზე (2025-­2035) მოელიან ხელოვნურ სხეულში აზროვნების გადატანას‚ ხოლო მეოთხე ეტაპზე (2035­2045) –  „სხეულ­ჰოლოგრმის“ შექმნა‚ რომელიც ავტორის ჩანაფიქრით იარსებებს დროსა და სივრცის გარეთ.

წელს‚ მაისში იცკოვმა თავის კოლეგებთან ერთად წარადგინა ადამიანისმსგავსი რობოტი‚ რომელიც წარმოადგენს მის საკუთარ ასლს და იმყოფება „დამუშავების საწყის ეტაპზე“.

ჯერჯერობით კი‚ მეცნიერებმა შეძლეს „ჩაენერგათ“ რობოტისთვის მხოლოდ ვირთხის ტვინი.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება