markup logo

1,171

მაღალი ტექნოლოგიები სასაფლაოზე: დანიაში საფლავის ქვა ახლებურად გასცემს ინფორმაციას გარდაცვლილის შესახებ

cemitery

დანიაში ფეხს იდგავს სასაფლაოებზე სიარულის ახალი ტრადიცია: ტრადიციული ყვავილების ნაცვლად ნათესავებს და ახლობლებს მიაქვთ სმარტფონები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის წაკითხვა საფლავის ქვიდან.

მაგალითად, როდესაც დორტე ფრიდენლუნდი მოდის ძველი დანიური ქალაქი როსკილეს სასაფლაოზე, სადაც მამამისი, ბენტი, არის დაკრძალული, მას ტრადიციულ ყვავილებთან ერთად მოაქვს სმარტფონიც.

ბენტის საფლავის ქვა აღჭურვილია მიკროჩიპით სწრაფი რეაგირების კოდის ჩიპით (QR). ქალბატონი ფრიდენლუნდის სმარტფონზე არის ამ კოდის წასაკითხი სპეციალური პროგრამა, რომელიც უფასოდ გადმოტვირთა ინტერნეტიდან დორტეს 14 წლის შვილმა ნიკოლაიმ. სწრაფად კითხულობს ნიკოლაი QR კოდს ქვიდან, შემდეგ გამოაქვს ტელეფონის ეკრანზე ბაბუის სურათი და ბიოგრაფია.

ეს ინიციატივა არ გახლავთ პირველი ევროპის სასაფლაოებზე. ციფრული საფლავის ქვების შექმნის იდეა ეკუთვნის ჰოლანდიელ ინჟინერ ჰენკ როცემს. გერმანელმა დურგალმა კარსტენ გლაზერმა შეისყიდა როცემისგან  უჩვეულო ძეგლების წარმოების ლიცენზია 2007 წლის მარტში და მას შემდეგ ყიდის „ციფრულ საფლავის ქვებს“, რომლების საშუალებითაც შესაძლებელია პირდაპირ  საფლავთან მიცვალებულის ფოტოების დათვალიერება.

არამსხვრევადი მინისგან დამზადებული ათდიუიმიანი დისპლეი მუშაობს სპეციალური პორტატული აკუმულატორისგან, რომლის დატენვა სახლშიც შეიძლება. ერთი დატენვით ორი საათის განმავლობაში დაათვალიერებთ სურათებს. თუმცა, შესაძლებელია აკუმულატორის გარეშეც – საფლავის ქვაზე შესაძლებელია მზის ბატარეების დაყენება. გარდა ამისა, კლიენტის სურვილისამებრ ეკრანი შეიძლება ფადიდდეს 12 დიუიმამდე, საფლავის ქვა კი შეიძლება იყოს  ნებისმიერი ფორმის.

ნოვატორ მესაფლავის სიტყვებით, მისი პროდუქციის მიმართ ინტერესი ნელა, მაგრამ თანმიმდევრულად იზრდება,  თუმცა სულაც არ არის უეჭველი ფაქტი, რომ ციფრული საფლავები მასობრივ მოვლენად იქცეს – პირველ რიგში ფასის გამო.   ციფრული ჩარჩო ფოტოსთვის ღირს 2 000 ევრო, მთლიანი საფლავის ქვა კი 5 000 ევრო  დაუჯდება კლიენტს.

QR კოდის განთავსება საფლავის ქვაზე დანიაში ღირს დაახლოებით 100 ევრო. უმსხვილესი საფლავის ქვების მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა კრისტიან ნილსენმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში საიქიოში გადასვლა ისევე მჭიდროდ იქნება დაკავშირებული მიკროპროცესორებთან, როგორც ანდერძებთან და სასახლეებთან – მისთვის სასიხარულოდ, QR კოდებზე ამგვარი მაღალი ფასების გათვალისწინებით.

ნილსენის ოპტიმიზმის მიუხედავად, მთელი მსოფლიოდან შეკვეთების უზარმაზარი ნაკადი ჯერჯერობით არ შეინიშნება, თუმცა მეზობელი ქალაქი ჰოლბეკის საეკლესიო საბჭომ უკვე შეიძინა რამდენიმე მიკროპროცესორი, რათა სამუდამოდ დატოვონ ადგილობრივი ცნობილი ადამიანების სახელები.  საბჭო ასევე აპირებს ელექტრონული სახით  მიაგოს პატივი რამდენიმე ბერს, რომელიც ქალაქის გარეუბანში მონასტერში ცხოვრობდა.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება