markup logo

914

ლენოვო უშვებს მსოფლიოში ყველაზე მსუბუქ ულტრაბუქს

lenovo

ლენოვო უშვებს ახალ  ულტრაბუქს  და მომზადებული აქვს განსაკუთრებული შემოთავაზება: მსუბუქი და გამძლე პორტატული კომპიუტერების მომხმარებელთათვის განკუთვნილი, X1  ნახშირ–ბოჭკოვანი კარკასით და Intel–ის ბოლო თაობის პროცესორით, ეგრეთ წოდებული Ivy Bridge ჩიპებით.

Lenovo აცხადებს, რომ X1 Carbon არის ყველაზე მსუბუქი ულტრაბუქი მსოფლიოში 14 ინჩიან ეკრანით. ის იწონის 3 ფუტს და ყველაზე სქელ მონაკვეთზე სისქე 0,7 ინჩია. ნახშირბადის ბოჭკოვანი კარკასი, როგორც ამბობენ, უძლებს სტანდარტულ ნაკაწრებსა და „მიჭეჭყვას“ რაც ჩვეულებრივი ამბავია მოგზაურობებში.

დამატებით საგზაო „სირთულეების“ გამძლეობასთან, ჩაშენებული აქვს 3G კავშირი. ასევე X1 გვთავაზობს Also, the X1 offers დამატებით სწრაფ დამტენს, ელემნეტით, რომელიც ნახევარ საათში უკვე 80% არის დამუხტული.

გარდა ამისა, X1–ის თხევადკრისტალური მონიტორი იშლება თითქმის 180 გრადუსით. მიუხედავად იმისა რომ ის არ არის ისეთი მოქნილი, როგორც ჯერ კიდევ არწარდგენილი  IdeaPad Yoga, რომელიც იშლება სრული 360 გრადუსით და იქცევა ტაბლეტად, ის მაინც საშუალო ლაპტოპზე უფრო მოქნილია.

X1 Carbon საცდელი მოდელის ხელში დაჭერისას, გაოცდებით მისი სიმსუბუქით.  რა თქმა უნდა როცა ხელში გიჭირავთ გამძლე ჩანს, თუმცა ძნელია გამძლეობის შემოწმება ერთი–ორი ძირს „დაგდების“  გარეშე.

X1 14 ინჩიან ეკრანს შთამბეჭდავი 1,600 x 900 პიქსელი გარჩევადობა აქვს, რაც Lenovo –ს თქმით უზრუნველყოფს ნათელ გამოსახულებას ხედვის ფართო კუთხითაც კი. კლავიატურა არის განათებით, ხოლო IT  მენეჯერებს მოეწონებათ ის , რომ ლეპტოპს მოჰყვება vPro საწარმოო მართვადი ტექნოლოგია.

Lenovo აცხადებს, რომ X1 Carbon  გაყიდვაში იქნება ზაფხულიდან, თუმცა ფასი ჯერ არ გაჟღერებულა.

X1 Carbon–ის გამოშვებასთან ერთად  Lenovo –მ მთლიანად განაახლა ThinkPad მიმართულება 7 ახალი ბრენდ მოდელით. დაწყებული X230 ულტრაპორტატული ლეპტოპით, დამთავრებული  ThinkPad W 530 ,ყველა მოდელს გააჩნია Ivy Bridge პროცესორი და Lenovo–ს სწრაფი ჩატვირთვის ტექნოლოგია, რომელიც 40%–მდე ამცირებს ჩატვირთვის დროს.

Lenovo ასევე შესთავაზებს მომხმარებელს კონტრაქტის გარეშე 4G LTE კავშირს „რჩეულ“ მოდელებზე.

გსურთ X1 Carbon ან რომელიმე სხვა ThinkPad? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში.

კატეგორია: Hardware, ლეპტოპები .

კომენტარის დატოვება