markup logo

974

“ჭკვიანი ბუცები“ ადიდასისგან

bucebi(1)

 

ცნობილმა მწარმოებელმა “ადიდასმა” მსოფლიოს “ჭკვიანი” ბუცები adizero f 50 წარუდგინა, რომელიც მუშაობს ოპერაციულ სისტემა miCoach-ზე.
„ჭკვიანი ბუცები“ მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ბუცებია, თითოეული მათგანი მხოლოდ 165 გრამს იწონის…

სისტემა miCoach ამ ბუცებს ფეხბურთელისთვის შეუცვლელ ატრიბუტად აქცევს, რომელიც საშუალებას იძლევა შეინახოს და გაანალიზოს  მონაცემები, როგორიცაა: საშუალო სიჩქარე, მაქსიმალური სიჩქარე, გარბენების რაოდენობა, დისტანციის სიგრძე და სხვა.

ბუცის ძირებში ჩამონტაჟებულია სპეციალური მოწყობილობა, miCoachSpeedCell™, რომელსაც ნებისმიერი სიჩქარით და მიმართულებით განხორციელებული მოძრაობის დაფიქსირება და დარეგისტრირება შეუძლია. ყველა მოცემული პარამეტრი 7 საათის განმავლობაში ინახება და მისი კომპიუტერში გადატანა მარტივადა არის შესაძლებელი.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება