markup logo

890

კომპიუტერი ყალბ ღიმილს გაარჩევს

smile

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT) შექმნეს კომპიუტერული სისტემა‚ რომელსაც შეუძლია განასხვაოს გულწრფელი ღიმილი „დაჭერილი პოზის ღიმილისგან“. ამისთვის კამერა მიჰყვება სახის კუნთების მოძრაობას‚ რომლებიც გუნება­განწყობილების მიხედვით იცვლებიან.

სპეციალურად შექმნილმა კომპიუტერულმა ალგორითმმა შესძლო გაერჩია ყალბი ღიმილი 90% სიზუსტით‚ მაშინ‚ როდესაც ადამიანს სიყალბის იდენტიფიცირებას გაცილებით უფრო იშვიათად ახდენენ. როგორც მეცნიერები ფიქრობენ‚ ეს ხდება იმიტომ‚ რომ კომპიუტერი ყურადღებას მიაქცევს მხოლოდ ღიმილის მექანიკურ თვისებებს‚ ისე‚ რომ სხვა ფაქტორებს არ ითვალისწინებს.

ამ კომპიუტერული სისტემის მიზანი მდგომარეობს იმაში‚ რომ დაეხმაროს ადამიანებს‚ რომლებიც აწყდებიან სიძნელეებს სხვა ადამიანის სახის გამომეტყველების ინტერპრეტაციაში‚ აგრეთვე‚ ასწავლონ კომპიუტერებს ემოციების გარჩევა. როგორც მოელიან‚ მომავალში „ჭკვიანი მანქანები“ შეძლებენ შეაფასონ თავიანთი მომხმარებლების ემოციური მდგომარეობა და შესაბამისი სახით მოახდინონ მათზე რეაგირება‚ თანაც‚ უფრო ოსტატურად‚ ვიდრე ამას ადამიანი აკეთებს.

ექსპერიმენტების მიმდინარეობისას გამოსაცდელებს სთხოვეს‚ გამოეხატათ აღტაცება‚ ხოლო შემდეგ გულის გატეხვა. ორივე პროცესს ვიდეოკამერა იწერდა. შემდეგ მონაწილეები ავსებდნენ ონლაინ­ფორმას‚ რომელსაც ნამდვილად გული უნდა გაეტეხა მათთვის‚ ვინაიდან მასში შეტანილი ყველა მონაცემი გაგზავნის წინ „შემთხვევით“ წაიშლებოდა. ამის შემდეგ გამოსაცდელები უყურებდნენ სასაცილო ვიდეოს‚ რომელიც მასში გულწრფელ სიხარულს იწვევდა.

როდესაც ადამიანებს სთხოვდნენ წყენის სიმულირებას‚ მათი 90 პროცენტი არ იღიმებოდა‚ მაგრამ‚ როდესაც დასმულმა ამოცანამ მათში იმედის გაცრუება ონლაინ­ფორმის შევსებაში შეფერხება‚ მონაწილეთა უმრავლესობას გაეცინა.

ფოტოსურათებმა აჩვენეს მცირე განსხვავება მონაწილეთა სხვადასხვა ღიმილებს შორის. გაანალიზეს რა მონაცემები‚ მათ დაადგინეს‚ რომ ბედნიერი ღიმილი ჩნდება ნელ-ნელა, მაშინ‚ როდესაც ყალბი ღიმილი სწრაფად წარმოიქმნება‚ მაგრამ‚ ასევე‚ სწრაფად ქრება.

ღიმილები‚ რომლებიც იდენტიფიცირდებიან‚ როგორც არაგულწრფელები‚ წარმოიქმნებიან მხოლოდ ძირითადი ღაწვების კუნთების გამოყენებით‚ რომლებიც მაღლა სწევენ ტუჩების კუთხეებს. ნამდვილი ღიმილის დროს‚ პირიქით‚ თავიდან იწყებენ აწევას პირის კუთხეები‚ მხოლოდ ამის შემდეგ აქტივირდებიან ლოყის კუნთები და თვალების ირგვლივ პატარა ნაოჭებიც ჩნდებიან.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება