markup logo

877

კომპიუტერების მწარმოებლებმა მიიღეს Windows 8–ის ფინალური ვერსია

w8888

Microsoft–მა გამოაცხადა, რომ უკვე მზადაა ახალი ოპერაციული სისტემის Windows 8–ის (RTM, Release To Manufacturing) ფინალური ვერსია, რომელსაც პირველ რიგში მიიღებენ პერსონალური კომპიუტერების მწარმოებლები ახალ მოწყობილობებზე დასაყენებლად. 

RTM ვერსიის გამოშვებით დასრულდა ოპერაციული სისტემის ტესტირების და მისი ფინალური კოდის მწარმოებლებისთვის  ხელმისაწვდომობის ციკლი.

9200 წყობის პაკეტი, რომელიც კორპორაციამ  ჩათვალა საბოლოოდ მოცემული მომენტისთვის, უკვე მიიღეს Lenovo–მ, Acer–მა, ASUS–მა და Toshiba–მ.  ეს ვერსია დაყენდება ახალ კომპიუტერებში Windows 8–ით. ყველა მასში ნაპოვნი შეცდომა გამოსწორდება ასატვირთი განახლებების მეშვეობით.

15 აგვისტოს Windows 8–ის ფინალური ვერსია დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება  MSDN–ით, ორგანიზაციების სისტემური ადმინისტრატორებისთვის – TechNet–ით.  16 აგვისტოდან სისტემასთან წვდომა ექნებათ Microsoft Partner Network პროგრამის მონაწილეებს, 1 სექტმებრიდან კი – Volume License –ის მონაწილეებს.

მომხმარებელთა უმეტესობა ნახავს ახალ ოპერაციულ სისტემას 26 ოქტომბრის შემდეგ ახალ კომპიუტერთან ერთად ან Windows XP, Windows Vista ან Windows 7–ის განახლებისთვის ინტერნეტიდან დისტრიბუტივის ატვირთვის შემდეგ.

„რვიანის“ ძირითადი სიახლეებია „ფილებიანი“ ინტერფეისი Metro, პლატფორმის თავსებადობა სენსორულ მოწყობილობებთან და „ღრუბლოვანი“ სერვისები.   მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ოპერაციული სისტემის ახალი თაობა გამოდის Intel x86 და ARM–ის არქიტექტურის პროცესორებისთვის. პლატფორმის ვერსიას ARM–სთვის  დაერქმევა   Windows RT. ამ ვერსიის ცალკე შეძენა არ არის შესაძლებელი, ის დაუყენდება პლანშეტებს, რომლებიც ასევე შემოვა გაყიდვაში 26 ოქტომბრიდან.  Windows RT –ში ასევე შევა Microsoft Office 2013.

Microsoft –ის გენერალური დირექტორის სტივ ბალმერის თქმით Windows 8 გაყიდვების დაწყება „ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა“ კორპორაციისთვის ბოლო 17 წლის განმავლობაში.  ბალმერის მოლოდინით მომავალ წელს გაიყიდება  375 მილიონი კომპიუტერი ამ სისტემით.

დიდია ალბათობა, რომ  RTM ვერსია მალე დაიდება ფაილების გაცვლის საიტებზე. თუმცა, საეჭვოა, რომ მეკობრეებმა მოახერხონ  მისი სრული „ამუშავება“ – ოპერაციული სისტემა მჭიდროდ დაკავშირებულია „ღრუბლოვან“ სერვისებთან – შესაბამისად,   Microsoft–ს  გაცილებით უფრო მარტივად შეუძლია შეამოწმოს  აუტენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დაბლოკოს „ტორენტებზე“ მოძიებული ოპერაციული სისტემის ფუნქციების ნაწილი.

კატეგორია: OS, Software .

კომენტარის დატოვება