markup logo

1,570

კომპანია Microsoft აპატენტებს „სივრცით დისპლეის“ გეიმერებისთვის

ghhh

კომპანია Microsoft იღებს „სივრცითი დისპლეის“ ასაღწერ პატენტს, რომელიც აქცევს ოთახს ვირტუალურ ეკრანად.  განაცხადი გამოგონებაზე წარდგენილი იყო აშშ–ს პატენტების და სავაჭრო ნიშნების ბიუროში 2011 წლის მარტში, ამ კვირაში კი ის დადებითად იქნა შეფასებული.

Microsoft –ის ტექნოლოგიის მიზანია გახადოს სათამაშო პროცესი უფრო რეალისტური, შექმნას ვირტუალურ სივრცეში სრული „ჩაფლობის“ ეფექტი.  ამგვარ სისტემას უნდა ჰქონდეს კამერა სიღრმის სენსორით, რომელიც  შეძლებს  ტექსტურის, ფერის და ოთახში ადამიანის მდგომარეობის ამოცნობას. ასეთი ფუნქციების ნაკრები უკვე გააჩნია Kinect–ს – კომპანიის  Xbox 360 კონსოლის კონტროლერი.

სისტემის ნაწილი, კომპანიის აღწერის მიხედვით, არის სათამაშო კონსოლი და HDTV- დისპლეი, რომელზეც გამოდის ძირითადი გამოსახულება. 360 გრადუსიან გამოსახულებას უზრუნველყოფს ტელევიზორზე დამონტაჟებული კამერა.

უფრო ღრმად „ჩასაფლობად“ ვირტუალურ გარემოში Microsoft –ის ახალი ტექნოლოგია არ გამორიცხავს 3D სათვალის გამოყენებას. რამდენად აპირებს Microsoft ჩანაფიქრის რეალობად გადაქცევას,  უცნობია.

კატეგორია: თამაშები, სხვა დანარჩენი, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება