markup logo

979

კომპანია Logitech-ის ახალი კლავიატურა ონკანის ქვეშ შეიძლება გავრეცხოთ

logi

კომპანია Logitech-­მა წარადგინა პერსონალური კომპიუტერისთვის კლავიატურის ახალი მოდელი – კლავიატურა Logitech Washable Keyboard K310‚ რომელიც შეიძლება გავრეცხოთ‚ ონკანის ქვეშ გავავლოთ და გავაშროთ კიდეც.

შესაძლებელია კლავიატურის წყალში ჩაშვება 28 სანტიმეტრი სიღრმეზე (USB – კაბელის გამოკლებით). კორპუსის უკან არსებული ნახვრეტები საშუალებას იძლევა გადმოვღვაროთ წყალი და სწრაფად გავაშროთ მოწყობილობა. ღილაკებზე სიმბოლოები ამოტვიფრულია ლაზერით და ულტრაიისფერი სხივებით დამუშავებული‚ რათა რეცხვის დროს ასოებისა და სიმბოლოების გამოსახულებები არ წაიშალოს. უფრო მეტიც‚ ღილაკები ხუთ მილიონ დაჭერაზე მეტს უძლებენ.

გასარეცხ კლავიატურას აქვს კლავიშების ციფრული ბლოკი და  F ღილაკების ნაკრები. მოწყობილობა თავსებადია ოპერატიულ სისტემებთან Windows XP­თან‚ Windows Vista ­სთან და Windows 7-­თან. ხშირად გამოყენებადი დამატებების გასაშვებად საჭიროა მხოლოდ თითის ერთი დაჭერა – კლავიატურას აქვს თორმეტი დამატებითი „ცხელი“ კლავიში ინტერნეტის ქსელში მყისიერად შესასვლელად e-mail-­ისთვის და ხმოვანი სიგნალის მართვისათვის. Logitech Washable Kayboard K310 არ ითხოვს დაყენებისთვის დამატებით პროგრამულ უზრუნველყოფას.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება