markup logo

991

კომპანია eBay ააშენებს მონაცემთა დამუშავების ცენტს‚ რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას გამოიყენებს

ebay

ინტერნეტ­კომპანია eBay აპირებს 2013 წელის გახსნას მონაცემთა დამუშავების ახალი ცენტრი‚ სიმძლავრით 6-მეგავატი‚ რომელიც ელექტროენერგიას ალტერნატიური წყაროებიდან მიიღებს. ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ ბიოაირის საწვავის ელემენტები. ეს ბიოაირი‚ კერძოდ‚ მოიპოვება მსხვილი მეცხოველეობის ფერმების ნარჩენებისგან‚ თუმცა ელექტროქსელთან მიერთება შენარჩუნებულ იქნება მონაცემთა სარეზერვო კოპირებისთვის.

ამ ცენტრში იმუშავებენ კრიტიკულად მნიშვნელოვანი სერვერები‚ რომლებიც დაამუშავებენ ონლაინ­ აუქციონის eBay.com  და საგადასახადო სისტემა Pay Pal-­ის ტრანზაქციის მონაცემებს.

ამერიკის შეერთებული შტატების უმსხვილესი „ენერგეტიკული ცენტრი“‚ რომელიც აღდგენად ნედლეულს იყენებს‚ აშენდება eBay-ს მიერ კომპანია „Bloom Energy“-ისთან თანამშრომლობით‚ რომელიც სპეციალიზირდება საწვავის ელემენტების წარმოებაზე. გასულ კვირას მხარეებმა ხელი მოაწერეს შესაბამის შეთანხმებას.

30 საწვავი ელემენტიდან (რომლებიც გამოიმუშავებენ 1‚75 მილიონ კილოვატ­საათ ენერგიას წელიწადში) თითოეული‚ დადგმული იქნება თვით ცენტრიდან რამდენიმე ასეულ მეტრ მანძილზე‚ რაც‚ პრაქტიკულად‚ გამორიცხავს ენერგოდანაკარგებს. განახლებული ორგანული ნარჩენებისგან მიღებულ ბიოაირზე მომუშავე ეს დანადგარები გახდებიან ნაციონალური ელექტრული ქსელის ალტერნატივა. ისინი იმუშავებენ დღე­ღამეში 24 საათის განმავლობაში‚ 365 დღე წელიწადში.

სუფთა ენერგიისკენ მიბრუნება პასუხია კრიტიკოსებისადმი‚ რომლებიც ამტკიცებენ‚ რომ „ჭუჭყიანი“ ინტერნეტ­კომპანიები ძალიან აქტიურად მოიხმარენ ელექტროენერგიას‚ მიღებულს იმ საწვავის ხარჯზე‚ რომელიც თბოელექტროსადგურებში იწყვება.

eBay-სთვის ასეთი საყვედურები აქტუალურია‚ ვინაიდან მის სერვერებზე ხდება გარიგებები “წამში 2000 დოლარის” სიჩქარით. ასეთი მოცულობების შემთხვევაში საჭიროა ენერგიის დიდი რაოდენობა. კომპანიის საკუთარი შეფასებით მათი მონაცემთა დამუშავების ცენტრების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის სიმძლავრე 2012 წელს დაახლოებით 43 მეგავატს შეადგენს. მაგრამ საწვავის ელემენტებზე უმსხვილესი ამერიკული ენერგეტიკული ცენტრის გაშვების შემთხვევაშიც „სუფთა“ ელექტროობა eBay-ის მონაცემთა დამუშავების ცენტრების მოთხოვნილების 15%­ე ნაკლებს დაფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება