markup logo

511

კვანტური კომპიუტერი D-Wave 2000Q 15 მლნ. დოლარად


კანადური კომპანია D-Wave ითვლება ერთ-ერთ პიონერად კომერციულად ხელმისაწვდომი კვანტური კომპიუტერების წარმოების სფეროში.

პირველი მოდელების გამოშვება შედგა ჯერ კიდევ 2007 წელს, მაშინ ეს იყო 16-კუბიტი და 28-კუბიტიანი კომპიუტერი Orion.
2011 წელს მაისში გაყიდვაში გამოვიდა მოდელი D-Wave One 128 ბიტიანი ჩიპით, შემდეგ D-Wave Two 512- კუბიტიანი ჩიპით.
D-Wave ამაზე გაჩერება არ ისურვა და მალე გაყიდვაში გამოდის D-Wave 2000Q, 2000 კუბიტიანი პროცესორით, რომლის ფასი 15000000 აშშ დოლარი იქნება.
თუ თქვენ თვლით, რომ ეს კომპიუტერი არამოთხოვნადია, ცდებით,ვინაიდან ამ ახალ კვანტურ კომპიუტერულ მოდელზე მყიდველების რიგია დამდგარი, იმისდა მიუხედავად, რომ მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები ბოლომდე არ არიან დარწმუნებულები მიზანშეწონილია თუ არა ასეთი ძვირიდღირებული ტექნიკის შეძენა.
პირველი ახალი კომპიუტერის მფლობელი გახდება კომპანია Temporal Defence Systems, რომელიც კომპიუტერების უსაფრთხოებით არის დაკავებული.
კომპანიის ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ კვანტური კომპიუტერი მაქსიმალური ოპერატიულობით გადაჭრის ყველაზე რთულ პრობლემებს, რომელიც დადგება კომპიუტერული უსაფრთხოების სპეციალისტების წინაშე.

კომპიუტერით დაინტერესდნენ მეცნიერებიც, რომლებიც სხვა პლანეტების გამოსაკვლევად ,(Rover) კოსმოსურ აპარატებს ქმნიან.
კვანტური კომპიუტერის მუშაობის შედარება და ტრადიციულის  არ არის ადვილი. კვანტური კომპიუტერი გამოთვლით სიჩქარით ხანდახან ათიათასითაც კი ჯობნის ჩვეულებრივს, განსაკუთრებით, როდესაც მასზე მორგებულია ალგორითმები.

კვანტურმა კომპიუტერმა, კარგად რომ იმუშაოს, აუცილებელია მისი პროგრამული უზრუნველყოფა ადაპტირებული იყოს კვანტური კომპიუტერის ეფექტური მუშაობისთვის, რაც სპეციალისტებს არც ისე ცოტა დროს წაართმევს.
როგორც არ უნდა იყოს, D-Wave არ ფიქრობს გაჩეროს ახალ მოდელების წარმოება და უახლოეს მომავალში ჩვენ გველოდება უფრო ძლიერი“კვანტური მონსტრები“.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება