markup logo

656

კანონი „ტროლების“ წინააღმდეგ

troll

ბრიტანეთის პარლამენტში განიხილება კანონი‚ მიმართული იმ ანონიმური მომხმარებლების წინააღმდეგ‚ რომლებიც ინტერნეტში ავრცელებენ ცილისწამებას სხვა ადამიანებზე. კანონპროექტი განიხილება უკვე მეორე წაკითხვით.
ახალი კანონის იდეა მას შემდეგ გაჩნდა‚ როდესაც ბრიტანელმა ნიკოლა ბრუკსმა მოიგო სასამართლო თავისი შეურაცხმყოფლების წინააღმდეგ‚ რომლებმაც ცილი დასწამეს მას სოციალურ ქსელ „Facebook“-­ში.

ბრუკსმა განაცხადა‚ რომ მისი დევნა სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყეს‚ რაც მან შეტყობინება გამოაქვეყნა შოუ „X-Factor“-­ის ერთ­ერთი მონაწილის მხარდასაჭერად. ბოროტმოქმედებმა შექმნეს ყალბი ჩანაწერები ბრუკსის სახელზე‚ რომელშიც იგი გამოყვანილია‚ როგორც პედოფილი და ნარკოტიკებით მოვაჭრე. სასამართლომ დაადგინა‚ რომ სოციალურმა ქსელმა უნდა გახსნას კანონდამრღვევ პიროვნებათა სახელები.

ახალი კანონპროექტის მიხედვით‚ ინტერნეტ­პროვაიდერები ვალდებული იქნებიან‚ მიაწოდონ მომხმარებელთა მონაცემები‚ რომლებიც შეურაცხყოფენ სხვა ადამიანებს. ორდერი ამისთვის საჭირო არ იქნება. რესურსები ცილისმწამებლური და შეურაცხმყოფელი შეტყობინებებით არ იქნებიან მიცემული პასუხისგებაში იმ პირობით‚ თუ „ინტერნეტ­ტროლების“ პიროვნებათა გახსნაში ითანამშრომლებენ.
ნიკნეიმები‚ ელექტრონული ფოსტის მისამართები და ინტერნეტ­პროტოკოლის მონაცემები მიეწოდებათ დაზარალებულებს იმისათვის‚ რათა მათ შეძლონ დაიცვან თავიანთი ინტერესები სასამართლოში. საკამათო სიტუაციებში‚ როდესაც ძნელია იმის გარჩევა‚ წარმოადგენს თუ არა ცილისწამებას შეტყობინება‚ ადმინისტრატორები მას‚ უბრალოდ‚ ამოიღებენ საიტებიდან.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება