markup logo

873

კავშირი აშშ და ჩინეთს შორის – 10 გიგაბიტი წამში სიჩქარით!

10gb

მკითხველო, ქალბატონი ბრძანდებით თქვენ თუ ბატონი, ალბათ, სულაც არ დარჩებით აღფრთოვანებული.  პირადად თქვენთვის ეს,  შორეული  ოკეანით „მიმავალი“ 10 გიგაბიტიანი კავშირი, დიდად არაფერს ნიშნავს. მაგრამ, მეორე მხრივ, წარმოიდგინეთ ერთ ჯგუფში მომუშავე მკვლევარები, რომლებსაც ოკეანე ჰყოფთ… მათ ნამდვილად აქვთ სიხარულის საბაბი.  ჩინეთის განათლების და კვლევის ქსელი, ეროვნული სამეცნიერეო ფონდი და ინდიანას უნივერსიტეტი ერთობლივად მუშაობენ პეკინის გენომის ინსტიტუტთან (მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი გენომის ორგანიზაცია) ერთად პირველად ისტორიაში 30 წამში  24 გიგაბაიტიანი გენომონაცემების გადაგზავნაზე პეკინიდან კალიფორნიაში, დევისის უნივერსიტეტში. საორიენტაციოდ, მსგავსი ფაილი გაგზავნილ იქნა მსგავს დისტანციაზე ჩვეულებრივი ინტერნეტის ქსელით და მიაღწია ადრესატამდე დაახლოებით 26 საათში.  მაღალი სიჩქარის არხი უნდა იქცეს მთავარ „სიკეთეთ“ გენეტიკური კვლევებისთვის და დნმ–ის სეკვენირებისთვის (გენში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობის განსაზღვრა).

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება