markup logo

391

ისრაელში ამუშავებენ პორტატულ სკანერებს პოლიციისთვის „გახდის“ ეფექტით

bodyscaner

თელ–ავივის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს იაფი, კომპაქტური მიკროჩიპების წარმოების ხერხი. ამ მიკროჩიპების მეშვეობით შესაძლებელია შეფუთვის, ჩემოდნის ან ტანსაცმლის ქვეშ დანახვა. სკანერი წარდგენილი იქნება ინფრაწითელი, მილიმეტრიანი და ტერაჰერცული სიხშირის თემატიკის ავსტრალიის საერთაშორისო კონფერენციაზე  ამა წლის სექტემბერში.

ახლა აეროპორტები აღჭურვილია საკმაოდ სრულყოფილი სტაციონარული სკანერებით, რომლებიც ადვილად „პოულობენ“ ნებისმიერ საეჭვო ნივთს ტანსაცმელსა თუ ჩანთაში.

მაგრამ ქუჩაში, მობილურ ბლოკპოსტებზე და სხვა ადგილებში სადაც  სტაციონალური აღჭურვილობა არ მაგრდება, უსაფრთხოების სამსხურებს უწევთ ჩხრეკის ჩატარება.

ახალი ჩიპი საგრძნობლად აფართოებს უშიშროების სამსახურის შესაძლებლობებს. უპირატესობას წარმოადგენს კომპიუტერული ჩიპების წარმოებაში ფართოდ გამოყენებად,  კარგად ნაცნობი CMOS ტექნოლოგიის  გამოყენება.

პოლიციელთა ხელის  სკანერს ასევე ექნება პატარა ანტენა (0,5х0,5 მმ), რომელიც  ტერაჰერცებში „მუშაობს“. სკანირების მექანიკურ ან ელექტრონულ ტექნოლოგიებთან ერთად შესაძლებელია ახალი პორტატული სკანერის შექმნა, რომელიც გააშუქებს ნივთებს  ტანსაცმლის ქვეშ ან ჩანთაში. ამასთან, ეს გამოსხივება, რენტგენთან შედარებით, უვნებელია, რადგან ადამიანის კანი აკავებს მას.

კიდევ ერთი უპირატესობა – მონაცემების მაღალსიჩქარიანი გადაცემა – 1–დან 10 GB –მდე წამში.

ამასთან მოსალოდნელია საზოგადოების უარყოფითი რეაქცია, როგორც ეს უკვე მოხდა ახალი თაობის სტაციონარულ სკანერებთან, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო ეჭვმიტანილის სხეულის ანატომიური თავისებურებების გადაღება.

ამგვარი სკანერების გამოყენება აშშ–ს აეროპორტებში უკვე გახდა უამრავი კონფლიქტის და სასამართლო საჩივრის მიზეზი.  ადამიანის უფლებების დამცველები ამტკიცებენ, რომ ამგვარი სკანერის გამოყენება არის ადამიანის პირად ცხოვრებაში შეჭრის ტოლფასი. მათი სიტყვებით, სკანერი იმდენად დეტალურ გამოსახულებას იძლევა, რომ მას შეიძლება „ვირტუალური გახდაც“ კი ვუწოდოთ. გარდა ამისა, პილოტები და აეროპორტების ხშირი მგზავრები, უჩივიან ჯანმრთელობის გაუარესებას.

აღშფოთებამ იმატა, როდესაც ინტერნეტში „წავიდა“  სკანირების შედეგად მიღებული ათასობით ფოტო (ხელისუფლების წარმომადგენლები დიდი ხნის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ მოწყობილობით დაფიქსირებული მონაცემები არ  იწერება  და არ ინახება).

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება