markup logo

1,617

ინიციატივა: „შეცდომა 404“–ის გვერდებზე გაჩნდება ინფორმაცია დაკარგულ ბავშვებზე

404

დაკარგული ბავშვების ძებნით დაკავებული ევროპული საიტის NotFound.org –ის შემქმნელებმა შესთავაზეს სხვა საიტების მფლობელებს განათავსონ ვებ გვერდზე შეტყობინებით შეცდომაზე 404 განცხადებები დაკარგული ბავშვების შესახებ.

ასეთი შეტყობინებები სიტყვებით “Not Found”  (“არ არის ნაპოვნი”) ჩნდება, როდესაც სერვერი ვერ პოულობს მოთხოვნილ მონაცემებს, მაგალითად, როდესაც მომხმარებელი გადადის არარსებულ ლინკზე.

თითოეულ განცხადებაშია  ბავშვის ფოტო, მისი მოკლე ბიოგრაფია, დაკარგვის თარიღი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი. განცხადებებით საიტს „მოამარაგებს“  NotFound.org, საიტის მფლობელმა უნდა დაამატოს ვებ გვერდს შესაბამისი კოდი.

NotFound.org –ის პროექტის ინიციატორად გამოვიდა რამდენიმე ევროპული ორგანიზაცია, რომელიც დაკავებულია დაკარგული ბავშვების ძებნით. 480 –ზე მეტმა ინტერნეტ–რესურსმა განათავსა განცხადებები ძებნაში მყოფ ბავშვების შესახებ.

ხანდახან განცხადებებს ბავშვების დაკარგვის თაობაზე ავრცელებენ უცნაური ხერხით. აშშ–ში მაგალითად გაჩნდა ტრადიცია ამგვარი განცხადებების ბეჭდვის რძის პაკეტებზე  და ასანთის კოლოფებზე. ეს ტრადიცია დაახლოებით 30 წლის წინ შემოვიდა, როდესაც პატარა იტან პეიტსი დაიკარგა.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება