markup logo

396

ინდუსტრიულმა რობოტებმა თავის დირექტორს ფოტოსესია ჩაუტარეს.

გაზეთი Frankfurter Allgemeine Zeitung უკვე ბევრი წლებია ატარებს ფოტოსესიებს ცნობილ ადამიანებთან, ბიზნესმენებთან, რომლებიც ფეხი-ფეხ გადადებულები სხედან სავარძელში და კითხულობენ გამოცემის უახლეს ნომერს.
გაზეთის ახალი გამოცემაც არ ყოფილა გამონაკლისი, მისთვის იპოზიორა გერმანული ინდუსტრიული კონცერნის KUKA-ს ხელმძღვანელმა ტილ როიტერმა. ინდუსტრიული კონცერნი KUKA აწარმოებს სამრეწველო რობოტებს.

რობოტებმა წინასწარ მოამზადეს სტუდია და ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო ფოტოსესიისთვის.
რა თქმა უნდა, რობოტები დაპროგრამირებულები იყვნენ გარკვეულ ქმედებებზე, მაგრამ უზარმაზარმა და მოუხერხებელმა რობოტებმა ადამიანების დახმარების გარეშე გაართვეს თავი დაკისრებულ დავალებას, და გადაღებულ ვიდეო რგოლში დემონსტრირება გაუკეთეს თავიანთ შესაძლებლობებს.

დიდმა რობოტებმა- KR FORTEC და KR QUANTEC სკამი მოუტანეს უფროსს, დაუსხეს ჩაი, ხოლო პატარა და სწრაფმა რობოტმა KMR iiwa-მა კი, გაზეთის Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ახალი კორესპონდეცია მოიტანა საფოსტო ყუთიდან. მეგობარმა რობოტებმა სასწრაფოდ გაშალეს გაზეთი, ტილ როიტერის ისღა დარჩენოდა მოხერხებულად მოთავსებულიყო სავარძელში, მიერთვა ჩაი და გაცნობოდა გაზეთის ახალ ნომერს.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება