markup logo

735

იაპონიაში ამუშავდა პირველი უბარათო ბიომეტრიული ბანკომატები

hand

იაპონურმა ბანკმა Ogaki Kyoritsu –მ გაუშვა ექსპლუატაციაში 18 ბანკომატი, რომლებშიც საბანკო ოპერაციების შესრულება შესაძლებელია ანგარიშის მფლობელის ხელის მეშვეობით. მფლობელის იდენტიფიცირება ხდება ხელის მიხედვით, PIN კოდის და დაბადების თარიღის შეყვანით. ახალი ტიპის ბანკომატი არ საჭიროებს პლასტიკურ ბარათს. მომავალი წლის გაზაფხულზე ბანკი გეგმავს ამგვარი აპარატების დაყენებას ქალაქ ოგაკის ყველა განყოფილებაში და სავაჭრო ცენტრში.

კლიენტების კომფორტის გარდა, Ogaki Kyoritsu–მ გადაწყვიტა სტიქიური უბედურების გამოცდილებაც გაითვალისწინოს. მაშინ, 2011 წლის 11 მარტს, როდესაც ცუნამის გამო დაინგრა ათასობით სახლი და ათასობით ადამიანი დარჩა საბუთების და ფულის გარეშე, დაზარალებული რაიონების ბანკები აძლევდნენ ფულს (დაახლოებით 1500 დოლარი) ყოველგვარი პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარეშე.

ბიომეტრიული იდენტიფიცირების ტექნოლოგია ბანკომატებისთვის შემუშავებულია კომპანია Fujitsu –ს მიერ. იდენტიფიცირება ხდება ხელის მტევნის სისხლძარღვების ნახატის მიხედვით, სკანერთან შეხების გარეშე.

Ogaki Kyoritsu –ში თვლიან, რომ იდენტიფიცირების ასეთი მეთოდი გაცილებით უფრო დაცულია, რადგან „სისხლძარღვთა  რუკის“ გაყალბება შეუძლებელია.

ჯერჯერობით კაპილარების სკანერი ემატება (ან ცვლის) ბარათის PIN კოდს, მაგრამ მომავალში შესაძლებელია მთლიანად ბარათის შეცვლა, რაც ნიშნავს, რომ პროდუქტის ყიდვისას აპარატს  ხელი უნდა აჩვენოთ. ეს იქნება სრულფასოვანი ბიომეტრიული საგადასახადო სისტემა.

ეს სისტემა, რა თქმა უნდა, უფრო რთული იქნება, ვიდრე თანამედროვე რეალიზება, რადგან უბრალო დადასტურების ნაცვლად საჭირო იქნება მთლიანად პიროვნების იდენტიფიცირება.

Fujitsu –ს მიერ ახლახანს ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სისტემამ ხელისგულის მიხედვით ამოიცნო ადამიანი საშუალოდ 1,34 წამში.  სანამ მაღაზიაში იქნება შესაძლებელი გადახდა ხელის ჩვენებით, იაპონიაში ეს მეთოდი გამოიყენება ძალზე პოპულარულ  სავაჭრო ავტომატებში.

სისხლძარღვების ნახატის სკანირების ალტერნატიულ სისტემას ამუშავებს სხვა იაპონური კომპანია – Hitachi.  მასში სხვა მეთოდებია რეალიზებული, გარდა ამისა, Hitachi –ს სკანერები აშუქებენ მხოლოდ თითებს, და არა მთლიანად ხელისგულს.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება