markup logo

877

იაპონელებმა ელექტრული ავტომობილების უმავთულოდ დამუხტვის ტექნოლოგია შეიმუშავეს

ele

იაპონიაში წარმატებულად ჩატარდა ეკოლოგიურად სუფთა ელექტრული სატვირთო მანქანებისა და ავტობუსების აკუმულატორების დამუხტვისთვის საჭირო ენერგიის უმავთულო გადაცემის ტექნოლოგიის გამოცდა. „Nippon Dengyo Tools“ და „Volvo Technology Japan“-­ის სპეციალისტებმა შეძლეს მაღალეფექტური ანტენის (მარგი ქმედების კოეფიციენტი 84%) გამოგონება. ამ ანტენით შეიძლება ენერგიის ჰაერიდან გადაცემა.

გავიხსენოთ‚ ელექტროობის უმავთულო გადაცემის ტექნლოგიას საფუძვლად უდევს ელექტრომაგნიტური რეზონანსის მოვლენა‚ რომლის დროსაც საგნებს ერთი და იმავე მარეზონირებელი სიხშირით შეუძლოთ ერთმანეთს გადასცენ ენერგია ისე‚ რომ გავლენა არ იქონიონ ახლოს მდებარე საგნებზე. ბუნებაში არსებობს უამრავი მაგალითი რეზონანსის‚ ყველაზე ცნობილი – მინა. ნაწილებად დაშლილი‚ როდესაც მომღერალი იღებს მაღალ ნოტს და ხმის ვიბრაციის სიხშირე რეზონირებს მინის ნაწილაკების ვიბრაციის სიხშირესთან ახალ ტექნოლოგიაში აკუსტიკური რეზონანსის მაგივრად ფიზიკოსები იყენებდნენ ელექტრომაგნიტური ტალღების სიხშირის რეზონანსს.

ადრე ითვლებოდა‚ რომ მაღალეფექტური ენერგიის ზემაღალი სიხშირის გადამცემთა განვითარებას დიდი დრო დასჭირდებოდა. სინამდვილეში‚ ენერგიის რამდენიმე მეტრ მანძილზე უმავთულო გადაცემის ყველაზე თანამედროვე სისტემებს შეეძლოთ სულ ათობით ვატი სიმძლავრის გადაცემა. ამ დროს ენერგიის ნახევარზე მეტი იკარგებოდა. იაპონელებმა პირველად შეძლეს გაეზარდათ გადაცემის ეფექტურობა 40-­დან 80%­მდე. ამ დროს ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მათი ანტენა სატრანსპორტო საშუალებას გადასცემდა 10 კილოვატ ენერგიას 4­-დან 6 მეტრამდე მანძილზე.

ანტენა მუშაობს 2‚45 გიგაჰერც სიხშირეზე და შედგება 8 გადამცემისგან. თითოეულის სიმძლავრეა 1‚3 კილოვატი. ელექტროენერგიის მიკროტალღურ გამოსხივებად გარდაქმნის მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი საშუალებას იძლევა‚ ენერგია დიდი დანაკარგების გარეშე გადავცეთ. ეს ფართო პერსპექტივებს ხსნის ელექტრომობილების ფართოდ გავრცელებისთვის. დღეისათვის მათი გზის მარაგი შეზღუდულია 150­300 კილომეტრით ერთი დამუხტვის შემთხვევაში.

მსგავს ანტენებს განათავსებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებებზე. აგრეთვე ავტომანქანების დასაყენებელ ადგილებში. შუქნიშნებზე და ასე შემდეგ. ამგვარად‚ საჭირო აღარ იქნება ბატარეების მუხტის დონეზე მუდმივი დაკვირვება და ავტოტრანსპორტზე დიდი მოცულობის აკუმულატორების გამოყენება.

დღეისათვის ყველაზე პოპულარული ლითიუმ­იონური ბატარება საშუალებას არ იძლევა გზის მარაგი ენერგოუჯრედის უბრალოდ დამატებით გავზარდოთ. ამ პრობლემას ენერგიის  უმავთულო გადაცემა გადაწყვეტს. ავტომობილების აღჭურვა შესაძლებელი იქნება მსუბუქი და იაფი ბატარეებით‚ გზის მარაგით 50-­100 კილომეტრი‚ ხოლო გადატენვა განხორციელდება მოძრაობის დროს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება