markup logo

922

თუკი ინტერნეტი გაქრება…

internet

ამერიკელი მეცნიერები დაინტერესდნენ იმით‚ თუ რა რეაქცია მოჰყვება მათ ქვეყანაში ინტერნეტთან ურთიერთობის სამუდამო აკრძალვას იმ ადამიანებისაგან‚ რომლებიც ხშირად ურთიერთობენ სოციალურ ქსელებთან და ზოგადად ინტერნეტთან.

მკვლევარებმა გამოჰკითხეს 4 ათასი ადამიანი (2 ათასი მამაკაცი და 2 ათასი ქალბატონი)‚ რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი ინტერნეტ­საქმიანობასთან. გამოკითხულთა 67% გლობალური ქსელის გაქრობის შემთხვევაში საცხოვრებელ ადგილს გამოიცვლიდა‚ გადავიდოდა იქ‚ სადაც ინტერნეტთან პრობლემა არ არის. მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია‚ ყოველთვის დარჩნენ კავშირზე Facebook-თან‚ Twitter­-თან და ასე შემდეგ‚ ვიდრე პატრიოტიზმი და ერთგულება  ქვეყნის მიმართ.

14% ამბობს‚ რომ‚ ალბათ‚ გაურკვეველი დროით დეპრესიაში ჩავარდებიან‚ რადგან დაიბნევიან და არ ეცოდინებათ‚ რით დაკავდნენ.

11%­-ს გაუხარდებოდა მოვლენების ასეთი განვითარება‚ ვინაიდან აცნობიერებენ თავიანთ ინტერნეტ­დამოკიდებულებას‚ უჩივიან დროის სიმცირეს და ამის გამო ახლობლებთანაც უთანხმოება აქვთ.

6% გაცვლიდა ინტერნეტს კომპიუტერულ თამაშებზე. უკიდურეს შემთხვევაში‚ ეს დაეხმარებოდა მათ პირველ ხანებში ყურადღების გადატანაში და ხელს შეუწყობდა მომავალში ინტერნეტ­დამოკიდებულების დათრგუნვაში.

და ბოლოს‚ გამოკითხულთა 2%­მა განაცხადა‚ რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა‚ ვინაიდან ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მათ ცხოვრებაში სწორედ ონლაინში ხდება. ინტერნეტის და ვირტუალური ურთიერთობის შესაძლებლობების გარეშე მათ ვერ წარმოუდგენიათ არსებობა. საგულისხმოა‚ რომ პოტენციურ თვითმკვლელთა შორის ქალები ჭარბობენ (78 ადამიანიდან – 64).

გამოკვლევის ხელმძღვანელს მიაჩნია‚ რომ მიღებული მონაცემები ადასტურებენ იმას‚ თუ რამდენად მასშტაბურად ვითარდება ინტერნეტ­ტექნოლოგიები და როგორ საშიშროებას შეიძლება წარმოადგენდნენ ისინი ადამიანებისთვის. განსაკუთრებით ეს ეხება მოზარდ თაობას‚ რომელიც ყველაზე მეტად არის მიდრეკილი ინტერნეტ­დამოკიდებულებისადმი.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება