markup logo

525

ზარმაცის ოცნება: Logitech K760 – უკაბელო, მზის ენერგიაზე მომუშავე კლავიატურა

ის ვინც იყენებს უკაბელო კლავიატურას, კარგად იცნობს მასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როგორიცაა სხვადასხვა მოწყობილობებთან თავსებადობა და ელემენტებზე ნადირობა, რაც შეიძლება თვით ამ ტიპის კლავიატურის არსებობის „წყევლად“ იქცეს… პანაცეას გვთავაზობს Logitech–ი,  K760 – უკაბელო მზის ენერგიაზე მომუშავე კლავიატურის სახით. ის არასდროს საჭიროებს ელემენტებს და სწრაფად „ეგუება“ Mac და iOS მოწყობილობებს. Apple –ის კლავიატურას ლამაზი დიზაინი აქვს, ამის გამო უნდა გადააგდოთ?

რა არის ის?

Logitech K760 არის უკაბელო, მზის ენერგიით მკვებავი კლავიატურა შექმნილი Apple–ის მოწყობილობებისთვის (Mac, iPhone, iPad) და გადაირთვება ერთიდან მეორეზე კლავიშის ერთი დაჭერით.

ვისთვის არის ის?

ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც შემოქმედებისთვის იყენებს უკაბელო კლავიატურას MacBook/iPhone/iPad–ზე  წერისთვის, მუდმივად გადადის ერთი მოწყობილობიდან მეორეზე და „სძულს“ ელემენტების შეცვლა.

დიზაინი

 

Logitech –ის K760 ვერცხლისფერი და თეთრი ფერების შეხამებით ჰგავს Apple –ის უკაბელო კლავიატურას,  ხოლო განსხვავდება ნაკლები დახრით, ასევე პლასტიკმა შეცვალა ალუმინი, კლავიშები უფრო ღრმადაა და გიგანტური მზის ზოლი კვეთს ზედა ნაწილს.

გამოყენება

მარტივი. iPhone, iPad, ან Mac –თან „დასაწყვილებლად“ „გაააქტიურეთ“ Bluetooth. სამი მაჩვენებელი კლავიშიდან აირჩიეთ ერთი შესაბამისი. მიჰყევით ინსტრუქციას და შექმენით მორიგი შედევრი.

საუკეთესო ნაწილი

მზის ენერგია. არასდროს საჭიროებს ელემენტების შეცვლას– ზარმაცთა ოცნება!

ტრაგიკული ნაკლი

მოწყობილობის  ხარისხი.  K760 არ პასუხობს შეგრძნებებს  – არც ხარისხში და არც წარმადობაში – Apple–ის სტანდარტის მთავარი თემები… ეს უცნაურია..

კლავიშები თითქმის იგივე ზომისაა რაც Apple –ის (ოდნავ ფართე დაშორებით), მაგრამ პირველი რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც „უცხო სხეულის“ შეგრძნებაა.

სატესტო  აღნიშვნები

გამოიყენებოდა სახლში დროდადრო ორი კვირის განმავლობაში.

Bluetooth –ის „გადამრთველი“ ღილაკები ძირითადად მიბმულია საუკეთესო ნაწილთან. ფანტასტიურია ისიც, რომ ხელებს ვერ აშორებთ კლავიატურას სწრაფად გადასასვლელად ერთი მოწყობილობიდან მეორეზე.

ამ მიმოხილვის დაბეჭდვის შემდეგ არ  მსურდა თვითმკვლელობით დამესრულებინა სიცოცხლე.

Apple –თან შედარებით კლავიშები უფრო „რბილია“  მაგრამ არა ელასტიური. პლასტიკის ზედაპირს აქვს „მიდრეკილება“ ნაკაწრებისკენ და ეს განსაკუთრებით მკვეთრად ჩანს მზის ბატარეის პანელზე.

თუ გსურთ „ჩააცუროთ“ ის ჩანთაში, ფრთხილად იყავით.

უნდა შეიძინოთ?

თუ ხშირად გიწევთ გრძელი ტექსტების  ბეჭდვა iOS მოწყობილობებზე სახლში ან სამსახურში და ვერ იტანთ ელემენტების შეცვლას, რა თქმა უნდა პასუხი დადებითია. კლავიატურა სანდოა და მუშაობს ზუსტად ისე, როგორც რეკლამაშია აღწერილი. სხვა საკითხია, თუ თქვენ მუშაობისას უნდა  „გრძნობდეთ“ კლავიშებს ან განსაკუთრებით დიდ როლს ანიჭებთ გარეგნულ მხარეს.  ამ თვალსაზრისით ის არ არის საუკეთესოთა რიგში. თუმცა, ეს არც გახლავთ აღნიშნული პროდუქტის ძირითადი მიზანი.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება