markup logo

804

ვიდეო თამაშების ინდუსტრია იყენებს გულშემატკივარებს წარმატებული სტარტისთვის

game-dev

ვიდეოთამაშები ნელ-ნელა იქცა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებად საწყისი კაპიტალის მოზიდვისა ჩვეულებრივი მომხმარებლებისაგან.  ეგრეთ წოდებული ‘’crowdfunding”–ის  გავრცელებასთან ერთად თამაშის შემქნელები ეძებენ ქსელში მოყვარულებს, რომლებიც მზად არიან ჩადონ ერთი–ორი დოლარი რომელიმე მათთვის სასურველი თამაშის წარმოებაში.

ყველაზე ცნობილი საიტი ამგვარი კავშირებისთვის არის სამი წლის წინ შქმნილი კომპანია  Kickstarter. როგორც New York Times იტყობინება,  მას შემდეგ რაც Kickstarter დამკვიდრდა მსოფლიო ქსელში, თამაშებში ჩადებული საიტის მნახველთა „ინვესტიციებმა“ 29 მილიონ დოლარს მიაღწია. სხვა პოპულარული კატეგორიებია კინო/ვიდეო, მუსიკა და დიზაინი. მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება 3  მწარმოებელი კომპანიის შემოსავალი, თითოეულის მოგება ამა წლის დასწისიდან შეადგენს  1,5 მილიონ დოლარს.  Double Fine–ის შემოსავალი გაიზარდა $3.3 მილიონამდე  87,000 მხარდამჭერის მეშვეობით; Wasteland 2–ის შემოსავალი გაიზარდა $2.9 მილიონამდე Shadowrun Returns კი მოიპოვა $1.8 მილიონი.

სხვა მსგავსი საიტი Gambitious, რომელიც ექსკლუზიურად ეძღვნება მხოლოდ სათამაშო კომპანიების მატერიალური კეთილდღეობის გაუმჯობესებას, გეგმავს  რომ ყოველწლიურად გამართოს გეიმინდუსტრიის დიდი კონფერენცია.  პირველი მათგანის ჩატარდება ლოს ანჟელესში 5 ივნისს.

კაპიტალის მოზიდვის არატრადიციული ხერხები მოირგო  ისეთმა მეგა გამომცემ კომპანიამაც კი, როგორიცაა Electronic Arts. გასულ კვირას EA–მ განაცხადა, რომ დეველოპერებს, რომლებმაც ჩადეს ფული, ექნებათ საშუალება გაყიდონ მათი თამაშები Origin–ზე სამი თვის განმავლობაში გადასახადების გარეშე. Origin–ი არის კომპანიის ონლაინ მაღაზია, სადაც მომხმარებელს შუძლია გადმოტვირთოს თამაშები და ჰყავს 12 მილიონზე მეტი მომხმარებელი მთელ მსოფლიოში.

„საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ფულის ჩადება თამაშებში დეველოპერებისაგან დღეს დღეობით არ წარმოადგენს ფენომენს“, განაცხადა დევიდ დე მარტინიმ, „ეს ასევე წარმოუდგენლად გააჯანსაღბს გეიმინდუსტრიას. მთელი მსოფლიოს მოათამაშეებს უნდა ჰქონდეთ შანსი, რომ ითამაშონ ყველა ახალი თამაში.“

EA არ ამხელს თავისი წილის რაოდენობას, რადგან მოსაკრებელი შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ ამ პროგრამის ფარგლებში დეველოპერები მიიღებენ გაყიდვების 100 პროცენტიან მოგებას 90 დღის განმავლობაში და დამატებითი შემოსავალი იქნება წინასწარი გაყიდვების ჩატარება, სანამ თამაში ოფიციალურად არ გამოჩნდება ბაზარზე.

ჯერჯერობით გაურკვეველია, არის თუ არა სოციალური ქსელების მეშვეობით ფულის ჩადება უბრალო „კაპრიზი“, რომელიც მალე მობეზრდება  მომხმარებელს, მაგრამ ერთი კი ცხადია – ყველა კომპანია, ვინც კი ითხოვს მოსაკრებს, როდი მიიღებს მას!

გასულ კვირას ერიკ ჯონსონი წერდა AllThingsD–ის სტატიაში ამ ტენდენციის გავრცელების თაობაზე. მისი განმარტებით ამგვარი დეველოპერების შემონატანებით, სულაც არ არის საჭირო დიდი ბიუჯეტი ბლოკბასტერების შესაქმნელად.

ეს სიტუაცია განვითარდა სამი სადისტრიბუციო პლატფორმის: Apple’s App Store, Facebook და Valve’s Steam Store განვითარების შედეგად (ნაკლებად EA–ის Origin–ის მეშვეობით, რომელიც ეხლა ეწევა დანარჩენებს).

ამ ციფრული პლატფორმების მეშვეობით თამაშები იყიდება ცალობით, რაც ათასობით დოლარს უზოგავს დეველოპერს.

„crowdfunding“ ფენომენის ფართო  გავრცელება  ვიდეო თამაშების ანალიტიკოსმა და კონსულტანტმა სკოტ სტეინბერგმა გამოიყენა ელექტრონული წიგნის (სახელმძღვანელო) დასაწერად „ბიზნესის აწყობა სოციალური ქსელის მომხმარებლების შემოსული თანხებით.“  ამ წიგნში სკოტ სტეინბერგი ამტკიცებს, რომ  crowdfunding–ი ხელს უწყობს დეველოპერებს გამოავლინონ პროექტები, რომლებშიც მომხმარებლები მზად არიან  ჩადონ ფული,  სანამ დაკარგავენ დროს და თანხებს ამ პროექტების რეალიზებაში. ის წერს, რომ საზოგადოებისგან „ღიად მოთხოვნილი თანხით და დახმარებით, თქვენ პირველივე დღიდან შეძლებთ ბაზარზე მოთხოვნად და გაყიდვად პროდუქტის შექმნას“.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება