markup logo

358

ექსპერტებმა შეადგინეს სმარტფონებისა და პლანშეტების ძირითადი საფრთხეების ნუსხა

mobs

ანალიტიკურმა კომპანია CSA Mobile–მა ჩაატარა  ექსპერტთა გამოკითხვა უსაფრთხოების სფეროში და შეადგინა ძირითადი საფრთხეების  რეიტინგი სმარტფონებისა და პლანშეტების მფლობელთათვის.  

რესპონდენტების 81 %–მა განაცხადა, რომ დღესდღეობით მობილური მოწყობილობების უსაფრთხოების ძირითადი სუსტი წერტილი არის დაუცველი Wi-Fi კავშირი და ინტერნეტთან წვდომის დაუცველი წერტილები.

საფრთხეთა ნუსხაში ლიდერობს მონაცემთა დაკარგვა. სპეციალისტები აღნიშნავენ ინფორმაციის დაკარგვის სხვადასხვა ხერხს, გაჯეტის მოპარვისა, დაკარგვის და მობილური მოწყობილობების მფლობელების კონფიდენციალურ მონაცემებზე ორიენტირებული ბოროტმოქმედი პროგრამების გავრცელების ჩათვლით.

ამასთან ერთად მკვლევარები აღნიშნავენ სხვა სუსტ წერტილსაც, როგორიცაა სახიფათო გარე აპლიკაციები, ოპერაციული სისტემის სისუსტეები, სხვა მოწყობილობასთან მიერთების შესაძლებლობა მონაცემთა უკონტაქტო გადაცემის  და მობილური NFC გადასახადების გამო, ისევე როგორც თაღლითური ონლაინ მაღაზიები.

სმარტფონებს დღესდღეობით ხშირად იყენებენ ინტერნეტ–ბანკინგისთვის, მობილური გადასახადებისთვის და კონფიდენციალური ბიზნეს ინფორმაციის გადასაცემად, რაც სულ უფრო დიდი რაოდენობით ბოროტმოქმედის ყურადღებას იქცევს.  მობილურ აპლიკაციებს ხშირად ტვირთავენ მათ უსაფრთხოებაზე დაუფიქრებლად, ასე რომ ჰაკერებს აქვთ კარტ–ბლანში იერიშების განსახორციელებლად.

ჰაკერებს შეუძლიათ მოიპოვონ მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია – ფინანსური და პირადი. სმარტფონები ერთვებიან ინტერნეტში პროგრამული უზრუნველყოფის განახლებისთვის ან ფაილთა სინქრონიზაციისთვის. დაკავშირების ასეთი მეთოდი მეტად სახიფათოა. ამასთან მოწყობილობების მწარმოებლები და უკაბელო ქსელების ოპერატორები  ავითარებენ საკომუნიკაციო და სხვა სერვისებს, უსაფრთხოებას კი   სათანადო ყურადღება არ ეთმობა.

კატეგორია: Hardware, პლანშეტები, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება