markup logo

757

ეკონომიკის საოცრებანი: NASA მუშაობს Android –ით მართვად თანამგზავრის შექმნაზე

nasas

ამერიკის შეერთებული შტატების აეროკოსმოსური სააგენტოს (NASA) ახალი პროექტი PhoneSat, ითვალისწინებს სამი Google Android პლატფორმიანი HTC Nexus One და Samsung Nexus S სმარტფონებით  მართვადი თანამგზავრების ორბიტაზე გაშვებას.  

სატელიტები ძალზე კომპაქტური იქნება, სავარაუდოდ ათსანტიმეტრიანი წახნაგით კუბის ფორმის. მოდულის მასა შეადგენს დაახლოებით ერთ კილოგრამს.

ორბიტაზე წარმატებული გაშვების შემთხვევაში პირველი Nexus One ბაზაზე შექმნილი თანამგზავრი PhoneSat 1.0, განსაზღვრავს კოორდინატებს GPS სისტემის მეშვეობით, რის შემდეგაც გადაიღებს დედამიწის რამდენიმე სურათს.

ამგვარად, აშკარაა, რომ პირველი ასეთი თანამგზავრის ამოცანა მხოლოდ ინფორმაციის შეკრებაა დედამიწის ატმოსფეროს გარეთ გაჯეტის მუშაობის შესახებ.

PhoneSat 1.0 შეფასებულია 3 500 დოლარად. თანამგზავრის გაშვება დაგეგმილია 2012 წლის ბოლოსთვის. ორბიტაზე აპარატს რაკეტა Antares მიიტანს.

PhoneSat 1.0 –ის წარმატების შემთხვევაში, 2013 წელს NASA გაუშვებს Samsung Nexus S –ის ბაზაზე შექმნილ PhoneSat 2.0–ს. აპარატი აღჭურვილი იქნება დამატებითი რადიო მოდულებით დედამიწიდან სრული კონტროლის უზრუნველსაყოფად და მზის პანელებით, რომლებიც შეაგროვებენ ენერგიას ხანგრძლივი ფრენისთვის.

NASA –ს ახალი პროექტი ეფუძნება ენთუზიასტების გამოცდილებას. მათ უკვე სცადეს სმარტფონების ორბიტაზე გაშვება, თუ კოსმოსში არა, ატმოსფეროს ყველაზე მაღალ ფენებს მაინც მიაღწიეს. 2010 წლის ნოემბერში Google –ის თანამშრომლებმა ბუშტებით გაუშვეს სმარტფონი Nexus S 18 კილომეტრის სიმაღლეზე.  ერთ–ერთი ბუშტი 32,7 კილომეტრით აფრინდა, რაც ავიალაინერების ფრენის სიმაღლეზე სამჯერ უფრო მეტია.

ამ მოვლენამდე ერთი თვით ადრე გაერთიანება Brooklyn Space Program –მა გატესტა iPhone 3GS მეტეოროლოგიური ზონდით სტრატოსფეროში გაშვებით.

უფრო ადრე ენთუზიასტების ჯგუფმა, რომელსაც NASA–ს პროგრამის მსგავსად  PhoneSat ერქვა, ორგანიზაცია Mavericks Civilian Space Foundation –ის მეშვეობით გაუშვა „გუგლოფონის“ პირველი მოდელი – სმარტფონი Google Nexus One. პირველი ფრენისთვის გამოყენებულ იქნა რაკეტა 1360 ჯოულის სიმძლავრის ძრავით, პროექტში NASA –ს რამდენიმე ინჟინერმა მიიღო მონაწილეობა სამუშაოსაგან თავისუფალ დროს.

წელს ბრიტანულმა კომპანია Surrey Satellite Technology –იმ წარადგინა მიკროთანამგზავრი STRaND-2 –ის ორი მოდელი, რომლებიც აღჭურვილი იყო სენსორით Kinect.  ამგვარი თანამგზავრების შექმნის აზრი, ისევე როგორც NASA–ს  Android სატელიტების, მცირე კოსმოსური აპარატის შექმნაა საყოფაცხოვრებო ტექნოლოგიების გამოყენებით. მზა გადაწყვეტილებების გამოყენება გაცილებით უფრო იაფია, რადგან უკვე ჩადებულია მილიარდობით დოლარი მათი შემქმნელების მიერ და ეს ყოველივე საგრძნობლად ზოგავს თანხებს საბოლოო პროდუქტზე.

კიდევ ერთი ამოცანა მდგომარეობს ორბიტაზე უფრო მსხვილი აპარატების აწყობის ტექნოლოგიის შემუშავებაში, რისი მეშვეობითაც თანდათან გაიზრდება ორბიტაზე კვლევითი სიმძლავრე, მომავალში კი გაამარტივებს კოსმოსური სადგურების აწყობას.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება