markup logo

869

ევროკავშირის ახალი კანონით ავტომანქანას უნდა ჰქონდეს ავტონომიური დამუხრუჭების სისტემა

autoto

სრულიად ავტონომიური ავტომანქანა ჯერ კიდევ შორეული ოცნებაა, მაგრამ პატარა ნაბიჯები ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა.  ევროკავშირი, როგორც ჩანს, იზიარებს ამ ოცნებას: ახალი წესების თანახმად უსაფრთხოების ხუთვარსკვლავიანი რეიტინგისთვის ავტომანქანას უნდა ჰქონდეს თვითდამუხრუჭების საგანგებო სისტემა (AEB – autonomous emergency braking). სხვადასხვა წინაღობების თუ ფეხით მოსიარულეთა აღმოსაჩენად სისტემა იყენებს  რადარს, ლაზერს ან ვიდეოს. ახლახანს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ტექნოლოგია ამცირებს საგზაო უბედური შემთხვევების რაოდენობას 27 პროცენტით.  სატვირთო მანქანებზე სისტემა მომავალი წლის ნოემბრიდან იმუშავებს, ხოლო დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებები, მათ შორის პირადი ავტომანქანებიც 2014 წლიდან შეძლებენ ამ ტექნოლოგიის გამოყენებას. უსაფრთხოება უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი საკითხია, მაგრამ ასევე ნამდვილად მისასალმებელია ნებისმიერი სიახლე, რომელიც დაიცავს ახალ მანქანას სხვა მანქანით უკნიდან დაჯახებისგან.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება