markup logo

734

დიდ ბრიტანეთში გამოიგონეს მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კედლის მიღმა “ყურება”

moz

ინჟინრებმა კარლ ვუდბრიჯმა და კევინ ჩეტიმ ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯიდან შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ჩვეულებრივი Wi-Fi  მარშრუტიზატორის მეშვეობით აფიქსირებს მოძრაობას კედლის მიღმა.

„რადარი“ მუშაობს ეგრეთ წოდებულ დოპლერის პრინციპზე: მოძრავი ობიექტიდან არეკლილი  რადიოტალღა, ამ შემთხვევაში  Wi-Fi სიგნალიდან, იცვლის სიხშირეს.

მოწყობილობას აქვს ორი ანტენა, ერთი იღებს ახლომდებარე საბაზო სადგურების სიგნალს, მეორე იღებს არეკლილ ტალღებს და ზომავს მათ სიხშირეს. კომპიუტერი ადარებს ამ მონაცემებს და  Wi-Fi  მოქმედების არეალში აღმოაჩენს მოძრავ ობიექტებს, მათ მიმართულებას და სიჩქარეს.

თუ მარშრუტიზატორს უახლოვდება ადამიანი ან ნივთი, არეკლილი სიგნალის სიხშირე მატულობს, დაშორების შემთხევევაში კი – მცირდება. ექსპერიმენტებში რადარი ზუსტად „ხედავდა“ ადამიანებს 30 სანტიმეტრის სისქის აგურის კედლის მიღმა. 2,4 და 5 გიგაჰერცის სიხშირით მომუშავე როუტერები დამონტაჟებულია ბევრ ბინასა თუ  ოფისში.

თავად მოწყობილობა არ გამოსცემს არანაირ სიგნალ. ამიტომ მისი აღმოჩენა შეუძლებელია, რაც „გამოდგება“ სამხედრო და „შპიონურ“  საქმიანობაში.  ასევე ძალზე დაეხმარება პოლიციელებს მძევალთა განთავისუფლებაში. მაგრამ, ერთი რამ იწვევს სერიოზულ ეჭვს: თვალთვალი შესაძლებელია  ნებისმიერ უსადენო როუტერის მფლობელზე.

ავტორები გეგმავენ მოწყობილობის მგრძნობიარობის იმდენად დახვეწას, რომ შესაძლებელი გახდეს  სუნთქვისას მკერდის მოძრაობის ფიქსაცია და იმის გაგება დგას ადამიანი თუ ზის.

მოწყობილობა ეტევა ჩვეულებრივი ზომის ჩანთაში და „ითხოვს“ მხოლოდ Wi-Fi როუტერს თავისი სიგნალებით.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება