markup logo

852

დაუმარცხებელი რობოტები

rob

იაპონელმა მეცნიერებმა შექმნეს რობოტი „ქვა­-მაკრატელი-­ქაღალდის“ თამაშისთვის. იგი ამარცხებს ადამიანს 100% შემთხვევაში. სინამდვილეში აქ ალბათობის თეორიის ეშმაკურ უგულვებელყოფაზე არ არის ლაპარაკი. რობოტი‚ რომელსაც ხელის ფორმა აქვს‚ ელემენტარულად თაღლითობს. იგი ტოკიოს უნივერსიტეტის „Ishikowa Oku“­ს ლაბორატორიის ინჟინრებმა შექმნეს.

რობოტიზებული ხელის საპროგრამო პლატფორმა მოწყობილია იმგვარად‚ რომ‚ პრინციპში‚ შეუძლებელია მან ამთამაშში წააგოს. რობოტიზებულ დაბოლოებებზე მიერთებულია მაღალი სიჩქარის კამერა გამოსახულების დამუშავების მწარმოებლური სისტემით. ამგვარად‚ რობოტი‚ ფაქტობრივად‚ კი არ თამაშობს‚ არამედ უთვალთვალებს‚ მაგრამ ამას ისეთი სისწრაფით აკეთებს‚ რომ ადამიანი ხრიკის შემჩნევას ვერ ასწრებს.

ფორმის შეჯერებაზე‚ რომელსაც იღებს ადამიანის ხელის გული‚ იხარჯება სულ წამის მეათასედი‚ კიდევ რამდენიმე მილიწამი სისტემას ეხარჯება‚ რათა საკუთარ „დაბოლოებებს“ მისცეს საჭირო ფორმა‚ რომელიც უზრუნველყოფს გამარჯვებას.

ყველაფერი ეს ძალზე სწრაფად ხდება და ადამიანი‚ უბრალოდ‚ ვერ ამჩნევს‚ რომ რობოტი თავის კომბინაციას ცოტათი გვიან ამოაგდებს. იქმნება სრული ილუზია სინქრონული მოქმედებისა და იმისა‚რომ რობოტი წესების მიხედვით თამაშობს. მას უმართლებს 100% შემთხვეაში. სიტყვამ მოიტანა და სასეირო იქნებოდა დაგვენახა‚ როგორ ითამაშებს ერთმანეთთან ორი ასეთი რობოტი.

მოცემულ პროექტს‚ როგორც მისი ავტორები ამტკიცებენ‚ აქვს პრაქტიკული მნიშვნელობაც. მათ სურს აჩვენონ‚ რომ თანამედროვე მანქანებს შესწევთ ძალა‚ იმუშაონ ჯგუფებში და მუდმივად აკონტრლონ თავიანთი კოლეგების მოღაწეობის შედეგები. ამავე დროს‚ რობოტები შეიძლება იყვნენ მთლიანად ავტონომიურები და ერთმანეთთან არანაირი კავშირის არხები არ ჰქონდეთ‚ საკმარისია‚ დააკვირდნენ და მყისიერად მოახდინონ რეაგირება.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება