markup logo

683

დანიაში გამოიგონეს ახალი ტიპის კონტროლერი Angry Birds-სთვის

ab

კოპენჰაგენის ინტერაქტიული დიზაინის ინსტიტუტის სტუდენტებმა შეჰქმნეს კონტროლერის პროტოტიპი, ძალზე პოპულარული თამაშების სერიისთვის Angry Birds.  ახლა გეიმერებს ექნებათ საშუალება გაანადგურონ „საზიზღარი“ მწვანე ღორები არა მხოლოდ თითის ან მაუსის მეშვეობით, არამედ „თითქმის ნამდვილი“ სასროლი მოწყობილობით.

კონტროლერის  Super Angry Birds–ის შესაქმნელად,  დანიელებმა გატეხეს თამაშის ორიგინალური ვერსია და დაამატეს მას „ჯოისტიკთან“ თავსებადობის ფუნქცია. გარდა ამისა, დეველოპერებმა შეასრულეს უამრავი მათემატიკური გამოთვლა, მოწყობილობის გამართულად სამუშაოდ და იმისთვის, რომ ის კარგად „ჩართულიყო“ სათამაშო ფიზიკაში.

შედეგად სტუდენტებმა მიიღეს ძალზე კოხთა, „თითქმის ნამდვილი“ სასროლი მოწყობილობა. „ჯოისტიკის“ გამოყენებისთვის ძალის გამოყენების დიაპაზონი იცვლება იქედან გამომდინარე, თუ რამდენად შორს გსურთ სროლა.

გასროლისთვის, მოთამაშემ უნდა გადაწიოს  წითელი ჩიტის ფორმის  „კლაპანი“, შემდეგ დააჭიროს  პატარა სახელურს წარწერით „დინამიტი“: ჩიტი კამიკაძე გაიყოფა სამად  და აფეთქდება.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით „ჯოისტიკის“ გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პერსონალურ კომპიუტერებსა და Mac–ებში. თუმცა, არ არის გამორიცხული, რომ მომავალში გაჩნდება ვერსია პლანშეტებისთვის.

ახალ მოწყობილობას შეიძლება ჰქონდეს დიდი პერსპექტივა ბაზარზე. თამაშები „ბოროტ ჩიტებზე“ არ კარგავენ პოპულარობას, დეველოპერები კი მუდმივად ქმნიან გაგრძელებებს.

Angry Birds –ის კლასიკური ვერსია გვიამბობს ოქროს კვერცხების გამო გაჩაღებულ ომზე ჩიტებსა და ღორებს შორის. მოთამაშე ესვრის ჩიტებს ღორებს, რომლებიც იმალებიან სხვადასხვა მასალისაგან – ხე, ყინული, ქვა – აშენებულ ბარიკადებში. მოთამაშის მიზანია  – ყველა ღორის განადგურება და ქულების მაქსიმალური რაოდენობის დაგროვება შემდეგ დონეზე გადასასვლელად.

მოგება ითვლება მხოლოდ ყველა ღორის განადგურების შემდგომ. არსებობს ჩიტების რამდენიმე სახეობა, თითოეულს გააჩნია საკუთარი თავისებურებანი და ასრულებს კონკრეტულ დავალებას. თამაშს მუდმივად ემატება ახალი ეპიზოდები.

მეოთხე ვერსიაში ყველა ჩიტმა მიიღო სახელი, რამდენიმემ კი დამატებითი ფუნქცია შეიძნა. ღორები კი უკვე უხმოდ აღარ ელოდებიან  ჩიტების მიერ სასჯელის აღსრულებას, მათ შეუძლიათ დაძინება, შეშინება და ჩიტების დაცინვა. თამაშის მოქმედება ხდება კოსმოსში, რის გამოც მთავარი გმირების ფრენაზე მოქმედებს იმ პლანეტების გრავიტაცია, სდაც ღორები იმალებიან. თამაშის თითოეული, 30 ტურისგან შემდგარი განყოფილების შემდეგ, გეიმერი  უნდა შეებრძოლოს დედოფალ ღორს, რომელიც დაცულია ჯავშნით და ცდილობს თავი აარიდოს ჩიტებთან შეჯახებას.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება