markup logo

994

დავები IT ტექნოლოგიებში

არ ცხრება დაუსრულებელი დავები სხვადასხვა კომპანიების შორის დაპატენტების გვერდის ავლით ტექნოლოგიების უკანონო გამოყენების გამო.

დავის განხილვა მიმდინარეობს კორპორაცია Apple, Philips და Sony-ის შორის. უკანასკნელი ორი კომპანია Apple-ს ადანაშაულებს ერთდროულად 15 პატენტის დარღვევაში. Philips და Sony თანაბრად ფლობენ Intertrust Technologies წილს.

ამ უკანასკნელის სახელით საჩივარი შეტანილ იქნა აშშ-ს სასამართლოში, თუმცა კომპენსაციის თანხა საჯაროდ არ გამოცხადებულა. Intertrust Technologies-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ Apple მოპარულ უსაფრთხოების ტექნოლოგიებს იყენებს თითქმის ყველა მოწყობილობებში (iPhone, iPad, Apple TV, MacBook და ა.შ.)

9 წლის წინ Intertrust Technologies-მ ანალოგიური დავა მოიგო Microsoft -თან. ამ უკანასკნელს სასამართლომ მაშინ $ 440 მილიონი გადახდა დააკისრა.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება