markup logo

809

გეიმინდუსტრიას ძალუძს ეკონომიკის „მოსულიერება“

gi

Activision Blizzard–მა მიიღო გადაწყვეტილება დიდ ბრიტანეთში ახალი სტუდიის დაარსების შესახებ, რაც შთამბეჭდავი წარმატების მომტანი უნდა გახდეს როგორც ინგლისის გეიმსინდუსტრიისთვის, ასევე მთლიანად გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკისთვის.

კოალიციური მთავრობის გადაწყვეტილება ვიდეო თამაშების, ანიმაციის და  სატელევიზიო პროდუქტების განვითარებისთვის, გადასახადების შემცირების თაობაზე შექმნის სასიკეთო პირობებს ინვესტიციების მოსაზიდად კრეატიულ ინდუსტრიაში.

საგადასახადო შეღავათები შეუქმნის თანაბარ პირობებს დიდი ბრიტანეთის გეიმ დეველოპერებს  და იქნება ერთგვარი ეკონომიკური ზრდის სტიმული, რაც აუცილებელია მოსახლეობის ნდობის და მოლოდინის გასამტკიცებლად.   დინამიური ინდუსტრიის თავბრუდამხვევი  წარმატება ეფექტს მოახდენს სხვა წარმოებებზეც და შესაძლოა შთააგონებთ მათ. სწორი სამუშაო პირობების და ინვესტიციების შემთხევევაში,  დიდი ბრიტანეთის გეიმინდუსტრიას  გააჩნია ამის  პოტენციალი.

დიდი ბრიტანეთის თამაშების ასოციაციის TIGA–ს შეფასებით საგადასახადო შეღავათების მეშვეობით 5 წლის განმავლობაში შეიქმნება და შენარჩუნდება  4,660 სამუშაო ადგილი; £188 მილიონი  სტუდიების ინვესტიციებიდან; თამაშების განვითარების სექტორის წვლილი დიდი ბრიტანეთის მშპ (მთლიანი შიდა პროდუქტის) წარმოებაში გაიზრდება £283  მილიონამდე; £172 მილიონით გაზრდის შემოსავალს დიდი ბრიტანეთის ხაზინაში, მაშინ როდესაც ამ პროექტის ღირებულება შეიძლება სულ  £96 მილიონი დაჯდეს.

ამ მაჩვენებლებისთვის ღირს ბრძოლა, და  TIGA მართალია, როდესაც აცხადებს, რომ  ამ პროექტისგან უნდა ველოდოთ იგივე ეფექტს, რაც გამიწვია იქნა კინოინდუსტრიაში საგადასახადო შეღავათების შემოღებამ.

საგადასახადო შეღავათების გაცხადების შემდეგ 1997 წელს, დიდი ბრიტანეთის კინოინდუსტრიაში წარმოიქმნა დაახლოებით 10 000 ახალი სამუშაო ადგილი. ერთ დროს სერიოზულ კრიზისში მყოფი ინდუსტრია აღორძინდა და იქცა უდიდეს და „პატივსაცემ“ ბიზნესად, რომელსაც დღესდღეობით  £4 მილიარდი შეაქვს ეკონომიკაში. კრეატიული  და  წარმატებული განვითარებისა და აყვავების პოტენციალის მქონე მეწარმეობის მხარდაჭერა მთავრობისთვის ჩვეულებრივ საქმედ იქცა.  ბევრი შემოქმედებითი კომპანია მუშაობს განვითარებადი ეკონომიკის პირობებში წამყვანი ტექნოლოგიების გამოყენებით.  მათ აქვთ კავშირი სხვადასხვა  დარგის წარმოებებთან, რაც აფართოებს საერთო ბიზნესის არეალს.

დასასრულს, მნიშვნელოვანი შენიშვნა: დიდ ბრიტანეთს გააჩნია თამაშების მდიდარი  ისტორია.  Activision–მა გააცნობიერა ეს ფაქტი, როდესაც აქ გადაწყვიტა სტუდიის გახსნა.  გაერთიანებულ სამეფოში არსებობს განვითარების უნარი და პოტენციალი მიუხედავად 2009–11 წლებში ქვეყნიდან სპეციალისტთა მასიური წასვლისა.  აქ ცოცხალია ინოვაციების და კრეატიულობის კულტურა, რასაც ადასტურებს ბოლო 5 წლის განმავლობაში შექმნილი თამაშების სერიები: Grand Theft Auto, Little Big Planet, Runescape, Buzz, the Harry Potter და ეს ჩამონათვალი შეიძლება გაგრძელდეს. თამაშების განვითარების სფერო საკმაოდ პოპულარულია ქვეყანაში, სადაც 56 უნივერსიტეტში არსებობს 141 ვიდეოთამაშის სპეციალისტთა სასწავლო კურსი. ეს განაპირობებს წარმატებული ბიზნესის აწყობას ამ სფეროში.  იმედია, Activision–ის გადაწყვეტილება დაარწმუნებს  კრიტიკოსებს და  შთააგონებს  ინვესტორებს.

საინტერესოა, მიბაძავენ თუ არა დიდ ბრიტანეთს სხვა განვითარებული ქვეყნები.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება