markup logo

821

გეიმ-ინდუსტრია. კვირის სიახლეები

cover

Ubisoft-მა უკვე მოახდინა პირველი DLC -ის ანონსირება პოპულარული თამაშისათვის Ghost Recon: Future Soldier, რომელიც მაისის ბოლოსათვის იქნება ხელმისაწვდომი სათამაშო კონსოლებისათვის, ხოლო PC-ს მფლობელები კი „დაიჩაგრებიან“, რადგან დამატება მხოლოდ ივნისში ეღირსებათ.

DLC  სახელად  Arctic Strike-ს ოფიციალური რელიზი 3 ივნისს არის დაგეგმილი და სულ რაღაც 8 ბრიტანული ფუნტის გამეტების შემთხვევაში ფანები მიიღებენ მულტიპლეერის რამდენიმე სრულიად ახალ დონეს, 6 სახეობის დამატებით იარაღს და, რაც მთავარია – კოოპერატიული თამაშის ახალ რეჟიმს სახელად Guerrilla (დეტალები უცნობია).

მწარმოებელთა მხრიდან გაჟღერებული ინფორმაციის მიხედვით, ყველაფერი მაქსიმალურად ოპტიმიზირებულია და მოთამაშეთა კომფორტისათვის ნაანგარიშები. ახალი დონეების ლეველ დიზაინი კი მრავალნაირი ტაქტიკური სვლის რეალიზაციის საშუალებას იძლევა, რაც განსაკუთ­რებულად საინტერესოს გახდის თამაშის პროცესს.

ოფიციალური საიტი – http://ghost-recon.ubi.com/gr-portal/en-us/home/index.aspx

Valve Software -ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური ინფორმაცია ბევრისათვის მოულოდნელი და შოკის მომგვრელი გამოდგა. როგორც გაირკვა Portal 2-ის ფანებმა, რომლებმაც მოახერხეს რამდენიმე დღეში სრულიად დაეხურათ თამაშის დამატება Perpetual Testing Initiative და ფინალში მიეღოთ წვდომა ლეველრედაქტორ Puzzle Maker-ზე, შეძლეს, არც მეტი არც ნაკლები, 35.000 დამატებითი დონის შემქნა, რომლის   გადაწერაც  1300000-ზე მეტმა მომხმარებელმა უკვე მოასწრო.

მსგავსი წარმატებით ფრთაშესხმულმა ციფრულმა მაღაზია Steam-მა გრანდიოზული აქციების სერია და ფასდაკლებები გამოაცხადა, რითაც თავადაც დამატებითი შემოსავალი მიიღო და თავსატეხი თამაშის ფანების გულებიც მოიგო.

იმედია, ქართულ ბიზნეს სფეროშიც ნელ-ნელა დამკვიდრდება მსგავსი პრაქტიკა, როდესაც გაბერილი ფასებით ზემოგების მოლოდინში იძირება კომპანია და მცირედს დაჯერებული, მაგრამ მოქნილი მარკეტინგული მექანიზმით „შეიარაღებული“ კონკურენტი, მშვენივრად გრძნობს თავს.

მას შემდგომ, რაც შარშანდელი წლის ბოლოს,  ბევრისათვის კარგად ნაცნობი,  Serious Sam-ის მესამე ნაწილი გამოვიდა, მწარმოებელი კომპანია – Croteam აიკლეს თხოვნით თამაში კონსოლებისათვისაც გამოეშვა, როგორც იქნა გაკეთდა Xbox 360-ზე თამაშის შესაძლო გამოშვების ოფიციალური ანონსი, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თარიღი დაზუსტებული არ არის და, შესაბამიად, ჟრიამული ნაადრევი გამოდგა.

მწარმოებელი აგრეთვე არ გამორიცხავს თამაშის PlayStation 3-ის პლატფორმაზე პორტირებასაც, მაგრამ იქვე აღიარებს, რომ გადააწყდა გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს, რომლის გადაჭრასაც თავდაუზოგავად ცდილობს.

თავად  Serious Sam3 PC მომხმარებლემბა არაერთგვაროვნად მიიღო. მართალია, თამაში იგივე უტვინო შუტერად დარჩა (მთელი გეიმპლეი Crimsonland-ს მსგავსად არის რეალიზებული, ანუ მოწინააღმდეგეთა ზვავისებური ტალღები და მათი უმოწყალო ჟლეტა), მაგრამ ახალ ვერსიაში თითქოს ის შავი იუმორით აღსავსე აურა გაქრა, რაც წინა ნაწილების სახასიათო ელემენტი იყო. შესაძლოა, ვცდებოდე კიდეც, რადგან ეს მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრია.

სტუდია Funcom-მა გამოაცხადა პოტენციური ბეტა-ტესტერების რაოდენობა, რომლებიც მზად არიან MMORPG The Secret World–ის შემოწმებაში მიიღონ მონაწილეობა (http://www.darkdemonscrygaia.com ) ტესტირების პროცესი უახლოეს დღეებში დაიწყება და მასში სავარაუდოდ მილიონზე მეტი მომხმარებელი მიიღებს მონაწილეობას.

http://www.youtube.com/watch?v=uUCK5ogKfLY&feature=fvwrel

ოფიციალური რელიზი ამა წლის 19 ივლისს არის დაგეგმილი და რამდენად მოესწრება ასეთი ყოვლისმომცველი თამაშის ტესტირება და შესაძლო ბაგების აღმოფხვრა, ცოტათი გაურკვეველია, რადგან ისეთმა პატრიარქმაც კი, როგორიცაა Blizzard-ი, ვერ გათვალა ძალები და მომხმარებელთა ლეგიონებმა  სერვერების უხარისხო მუშაობა და ხშირად ფიზიკური გათიშვებიც კი გამოიწვია. ვიმედოვნებ, Funcom-მა იცის რას აკეთებს და ადეკვატურად აფასებს თავის შესაძლებლობებს.

ბევრისათვის South Park მხოლოდ ტელესერიალის ასოციაციას იწვევს, მაგრამ კომპანია THQ-მ გადაწყვიტა შეექმნა ორიგინალური თამაში აღნიშნული სერიალის მიხედივთ, სახელად South Park: The Stick of Truth.

თავდაპირველად ოპტიმიზმით აღსავსე პროგნოზებით 2012 წლის მეორე ნახევრისათვის ყველაფერი მზად უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალობას ყოველთვის თავისი ცვლილებები შეაქვს ნებისმიერ გეგმაში.

სავარაუდოდ, ყველაფერი ისევ ფინანსების ირგვლივ ტრიალებს, რადგან წლის ფინანსური შედეგებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გაკეთდა განცხადება თამაშის 2013 წლის პირველ კვარტალში გადატანის თაობაზე და ამასთან ერთად, გაჟონილი ინფორმაციით, კომპანიას სხვა მხრივადაც დიდი პრობლემები გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ თამაში მოგვითხრობს პატარა ბიჭუნას ისტორია, რომელიც საცხოვრებლად გადავიდა მცირე ქალაქში სახელად South Park. ადგილობრივ ბავშვებში თვითდამკვიდრების და პოპულარობის ასამაღლებლად ჩვენ გმირს სხვადასხვა დავალების შესრულება მოუწევს, რომელიც აღსავსე იქნება სერიალისათვის დამახასიათებელი ცინიზმითა და შავი იუმოროთ.

მომხმარებელს შედარებით ფართო არჩევანი ეძლევა თამაშის დასაწყისში. მთელი ხუთი კლასი: პალადინი, მაგი, ქურდი, თავგადასავლების მაძიებელი და კიდევ ერთი, ოღონდ დაუანონსებელი და ბინდით მოცული პერსონაჟი. მოწინააღმდეგეთა რიგები საკმაოდ მრავალფეროვანი გველის. ესენია გოთები, ჰიპები, სკინჰედები, გოგონები (უცნაურად კი ჟღერს) და ასე შემდეგ, ხოლო მათთან გასამკლავებლად ნაირ-ნაირი იარაღი იქნება ჩვენს განკარგულებაში (ჯერჯერობით ესეც უცნობია).

South Park: The Stick of Truth თავიდანვე მოაიზრება როგორც კროსპლატფორმული თამაში და ერთბაშად გამოვა Xbox 360, PS3 და PC-ზეც.

იმედია ყველა პრობლემა წარმატებით გადაილახება და South Park-ის ფანები მიიღებენ შესანიშნავ გასართობს.

კატეგორია: თამაშები .

კომენტარის დატოვება