markup logo

1,124

გაუმჯობესებული 3D სათვალეები

3d

3D სათვალეების უმეტესობა თითქმის 50%-მდე ამუქებს და სიმკვეთრეს უკარგავს გამოსახულებას. ახლომხედველებს კი უწევთ საკუთარ სათვალეებზე ზემოდან დამატებით 3D სათვალის გაკეთება, რაც მოუხერხებელია.

კომპანია Oakley Inc.-მა ამ პრობლემის გადასაჭრელად, კინოკომპანია Dreamworks–თან თანამშრომლობით ახალი, ოპტიკური 3D სათვალე შექმნა, რომელსაც შეუძლია სამგანზომილებიანი ფილმის სრულად აღქმაში დაეხმაროს მაყურებელს.

მაღალი ხარისხის სათვალეების წარმოება დაიწყო Samsung-მაც. თუმცა Samsung-ი მათ არა კინოთეატრებისთვის, არამედ საკუთარი წარმოების სამგანზომილებიანი ტელევიზორებისთვის   უშვებს.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება