markup logo

372

გატეხილია Guild Wars 2-ის მონაწილეების ათასობით აქაუნტი

GW

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბოროტმოქმედებმა გატეხეს ახლახანს გამოსული ონლაინ თამაშის Guild Wars 2 – ის (World of Warcraft–ის „კლონის“) 20 000 აქაუნტზე მეტი.

ექსპერტების აზრით აქაუნტების გატეხვა მოხდა ორ ეტაპად. თავიდან გატეხეს დაახლოებით 11 000 აქაუნტი; დასვენების დღეებში კი Guild Wars 2 –ის ტექნიკურმა მხარდაჭერამ მიიღო კიდევ 8,5 ათასი შესაბამისი განცხადება.

როგორც ნათქვამია სამხრეთ კორეული კომპანიის NCsoft –ის და მის მფლობელობაში მყოფ ამერიკული კომპანია ArenaNet –ის გამომცემელთა და დეველოპერების განცხადებაში, მასიური გატეხვები დაკავშირებულია თავად მომხმარებელთა დაუდევრობასთან. მათი სიტყვებით, ჰაკერებს ჰქონდათ სახელების და პაროლების ბაზა სხვა ონლაინ თამაშებიდან, ამ ბაზას ისინი ამოწმებდნენ Guild Wars 2–თან თავსებადობაზე. თანხვედრილი აქაუნტები გატყდა.

„თქვენი აქაუნტის დასაცავად გამოიყენეთ რთული, უნიკალური პაროლი, რომელსაც მეტი არსად იყენებთ“, – ურჩევენ დეველოპერები მომხმარებლებს”.

ონლაინ თამაში Guild Wars 2 (MMORPG) გამოვიდა მიმდინარე წლის აგვისტოში PC–ზე.  Gmbox –ის რეცენზიაში თამაშმა მიიღო 8 ქულა 10–დან. მოქმედება ვითარდება სამყაროში ტირია პირველი ნაწილის Guild Wars: Eye of the North 200 წლის შემდეგ. იღვიძებენ უფროსი დრაკონები, რის გამოც სამყაროში ქაოსი ისადგურებს. თამაშში არის ხუთი რასა და რვა პროფესია.

კატეგორია: თამაშები, ინტერნეტი, ონლაინ თამაშები, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება