markup logo

978

„გასახდომი სათვალე“ ვიზუალურად ზრდის საკვებს

მოგეხსენებათ მსოფლიოში ჯანსაღი ცხოვრების წესის, გახდომისა და დიეტების ბუმია, ხოლო იაპონელები რისი იაპონელები არიან ყოველგვარი მოდური ტენდენციისა თუ მიმდინარეობის ავანგარდში რომ არ იყვნენ! თანაც სტანდარტულად და ჩვეულებრივად კი არა, თავისებურად – იაპონურად!

აგერ ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა შექმნა მეტად თავისებური  მაღალტექნოლოგიური ნივთი – „გასახდომი სათვალე“.

საკმარისია ეს სათვალე გაიკეთოთ და თქვენს თეფშზე არსებული, თქვენს მიერ მისაღები საკვების პორცია ერთიორად „იზრდება“. შედეგად კი როგორც შემქმნელები გვიმტკიცებენ მიღებული საკვების რაოდენობა გაცილებით უფრო მცირე იქნება ვიდრე სხვა დროს, ვინიდან არავის მოუნდება მის წინ დახვავებული ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების გროვის მთლიანად „ათვისება“.

„გასახდომი სათვალე“ ვიზუალურად ზრდის საკვების მოცულობას დაახლოებით 50%-ით, ამასთან ის ხელუხლებლად ტოვებს მომხმარებლის ხელების, ჭურჭელისა თუ სხვა გარემომცველი ნივთების ზომებსა და პროპორციებს. ეფექტი მიიღწევა სათვალეში ჩამონტაჟებული ეკრანის მეშვეობით რომელზედაც გამოსახულება სათვალის წინ არსებული კამერიდან გადაეცემა (ამასთან კამერის სენსორები აფიქსირებენ და ზრდიან მხოლოდ საკვებს, ტოვებენ რა გამოსახულებაში სხვა ყველაფრის ზომას უცვლელად). სათვალეებმა „უკუღმა“ მუშაობაც იციან, რეჟიმის გადართვის შემთხვევაში ისინი „ამცირებენ“ საკვების მოცულობას. ეს ფუქნცია ალბათ მათთვის ვისაც წონაში მომატება სურს.

ტოკიოს უნივერსიტეტის სხვა სიახლეებთან ერთად ეს ახალი მოწყობილობა წარმოდგენილ იქნა Digital Content Expo-ს გამოფენაზე. სათვალის შემქმნელი ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მიტიტაკა ჰიროსემ განაცხადა რომ მათი ამოცანა ახლა ამ სათვალის ზომის შემცირება და დიზაინის დახვეწაა, რათა მომხმარებელთათვის უფრო მიმზიდველი გახდეს.

სათვალის ეფექტურობა გამოსცადეს კიდევაც. დადგინდა, რომ სათვალის მომხმარებლები საშუალოდ 9,3%-ით ნაკლებს ტკბილეულს მიირთმევდნენ, ვიდრე ისინი ვისაც სათვალე არ ეკეთა. ამასთან „უკუეფექტის“ დროს სათვალე კიდევ უიფრო უკეთეს 15%-იან მაჩვენებლს იძლევა.

მოკლედ რაღას აღარ გამოიგონებენ ეს იაპონელები!

Than my the effect and for Shoulders circulated is get disaster cialisresultgroup.com in, ordered but periods and Prime to.

კატეგორია: კატეგორიის გარეშე .

კომენტარის დატოვება