markup logo

788

განახლებული PlayStation 3 „გამხდარი“ მისადგმელით

ps3

იაპონური კორპორაცია Sony გამოსაშვებად ამზადებს სათამაშო კონსოლის PlayStation 3­-ის მოდიფიცირებულ ვერსიას. ამის შესახებ ცნობილი გახდა იმ დოკუმენტებიდან‚ რომლებიც კომპანიამ ამერიკის შეერთებული შტატების კავშირების ფედერალურ კომისიას გადასცა. მათში ლაპარაკია „CECHO-4001x“  მოდელის კონსტრუქციაზე‚ რომელიც ზეწვრილ კორპუსშია მოთავსებული.

როგორც გამოცემა „EuroCamer“ წერს Sony ცდილობს იმ მისადგმელს ახალი სიცოცხლე შთაბეროს‚ რომელსაც ახლახან ექვსი წელი შეუსრულდა.

PlayStation 3წარდგენილი იქნა 2005 წლის მაისში‚ ხოლო გასაყიდად იგი გამოვიდა 2006 წლის 11 ნოემბერს. მას შემდეგ მთელი მსოფლიო გაიყიდა დაახლოებით 64 მილიონი კონსოლი (ამ წლის 31 მარტის მონაცემებით). PS3­ის მთავარი კონკურენტებია – „Microsoft Xbox 360“ და „Nintendo Wii“.

Sony ადრე უკვე შეცვალა PS3­-ის გარეგნული სახე. 2009 წლის აგვისტოში ყოველწლიურ გამოფენაზე „Gamescom“ გერმანიაში კომპანიამ წარადგინა მოდელი „PS3 Slim“‚ რომელიც გახდა 32 პროცენტით უფროკომპაქტური‚ 36%­ით უფრო მსუბუქი და 34 პროცენტით ნაკლებად ენერგომხარჯველი‚ ვიდრე მისი წინამორბედი. 2011 წლის აგვისტოში Sony-­მ გამოაცხადა PS3­­ზე ფასის დაკლების შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატების მისადგმელის საბაზისო ვერსია 160 გიგაბაიტის მოცულობის მყარი დისკი გაიაფდა 50 დოლარით (250­მდე). შესაძლოა‚ „გამხდარ“ PlayStation 3აჩვენონ გამოფენა „Gamescom“-­ზე‚ რომელიც 15­დან 19 აგვისტომდე კიოლნში გაიმართება.

მიუხედავად იმისა‚ რომ‚ მიმომხილველების ვარაუდით‚ იაპონური კომპანია სამუშაოებს‚ როგორც მინიმუმ‚ 2010 აგვისტდან აწარმოებს‚ PlayStation 3-­ის შემდგომი თაობის გამოშვებას ელოდებიან არა უადრეს 2013 წლის IV კვარტლისა. სათამაშო გამოფენა „E32012“­ზე Sony­ს წარმომადგენლებმა განაცხადეს‚ რომ გარღვევას სათამაშო ინდუსტრიაში უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ.

ამასწინანთ გავრცელებული ხმების თანახმად‚ მეოთხე თაობის PlayStation‚ რომელმაც მიიღო კოდური სახელწოდება „Oრბის“‚ წარდგენილი იქნება გამოფენა „E32013“­-ზე არსებული მონაცემებით‚ სიახლე შეიქმნება ჩიპებზე – „AMDx64CPU“„AMD Southern Islands GPU“.

ეს შეკვრა საშუალებას მისცემთ‚ გაუშვან ეკრანზე სურათი 4096×2160 პილსელი გარჩევადობით. „Orbis“  მხარში ამოიყენებს‚ აგრეთვე სტერეოსკოპურ 3D‚ ამავე დროს სურათის გარჩევადობა 3D რეჟიმში შეადგენს დამაჯერებელ „1080p “ – PlayStation 3­-ის „720p “­ის წინააღმდეგ.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება