markup logo

366

განახლებების კასკადი Autodesk-საგან

Autodesk_products_002

კომპიუტერული გრაფიკის მწარმოებელმა ერთ-ერთმა ყველაზე ნაცნობმა ფირმამ Autodesk თავისი პროდუქციის განახლებების მთელი სერია შემოგვთავაზა. ზოგისათვის სრულფასოვანი სერვის პაკი და ზოგისათვის კი მხოლოდ ჰოტფიქსი და პროდუქტ-აპდეიტი (ჯობდა რომ შეცდომები თავიდანვე არ ყოფილიყო, მაგრამ მისი გამოსწორების მცდელობა უკვე კარგია).

გამოვიდა Product Update 3 3ds Max 2013 და 3ds Max Design 2013-სთვის, რომელიც მთელი რიგ განახლებებს შეიცავს. კერძოდ კი გასწორდა MassFX-თან მუშაობისას წარმოქმნილი პრობლემების უმეტესობა, ვიზუალიზაციის ბაგებიც აღმოიფხვრა და ამიერიდან ვიუპორტის Nitorus აქსელერატორი გაცილებით სტაბილურად და წარმადად იმუშავებს. წარსულს ჩაბარ­დება იუზერ ინტერფეისის (UI) ხარვეზებიც, შესაბამისად დანიშნული შორტკატები და ინტერ­ფეი­სის ცვლილებები სავარაუდოდ გამართულად იმუშავებს და დროდადრო არ გაუჩინარდება და კიდევ სხვა მრავალი წვრილმანი ხარვეზი თუ ბაგი.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის და თავად განახლების გადმოსაწერად მიაკითხეთ მწარმოებლის საიტს:

http://usa.autodesk.com/adsk/servlet/ps/dl/item?siteID=123112&id=20013210&linkID=9241178

http://usa.autodesk.com/adsk/servlet/ps/dl/item?siteID=123112&id=20014190&linkID=10381720

Autodesk_products_001

Softimage 2013დაMaya 2013-მასრულფასოვანისერვის პაკები დაიმსახურეს და მრავალი შეცდომა დახარვეზი აღმოიფხვრა, რომელიც CER სისტემით მიეწოდებოდა კომპანიას (Customer Error Reports). დაიხვეწა და შეივსო SDK, განახლდა ვიზულიზაციის პაკეტები,დაფიქულიაUI-ს პრობლემები, გადახალისდა Crosswalk სისტემა. აგრეთვე ყურადღება მიექცა მოდელირებისას წაროქმნილ ბაგებს და ICE Crowds-საც.

ნიშანდბოლივია ის ფაქტი, რომ Softimage-ს შემთხვევაში პროგრამის ანინსტალი საჭირო არ არის და განახლება უკვე დაყენებულ პროგრამაზე ხორციელდება, მაგრამ Maya კი საჭიროებს უკვე ინსტალირებული ვერსიისძირეულ მოცილებას და უკვე ინტეგრირებული სერვისპაკიანი ვერსიის ხელახლა დაყენებას. მოუხერხებელია, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

დეტალური განახლებების სიის სანახავად და სერვისპაკების გადმოსაწერად გადადით შესაბამის ბმულებზე:

Softimage: http://usa.autodesk.com/adsk/servlet/ps/dl/item?siteID=123112&id=19744363&linkID=12544121

Maya: http://usa.autodesk.com/adsk/servlet/ps/dl/item?siteID=123112&id=19834912&linkID=9242259

Autodesk-მა არც Project Geppetto დაჩაგრა და მისი ახალი ვერსიის რელიზი მოახდინა. პროგრამა საშუალებას გვაძლევს საკმაოდ სწრაფად და მარტივად შევქმნათ ანიმაციური მოდულები ობიექტთა ჯგუფისათვის დაწყებული 2-3 ერთეულით და დამთავრებული ადამიანების მთელი ბრბოთი. საკმარისია შექმნათ ადამიანთა სასურველი რაოდენობის გუნდი და დაუნიშნოთ მარშრუტი – პროგრამა ყველაფერს თავისით გააკეთებს და მომხმარებელს აღარ მოუწევს თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალურ რეჟიმში მართვა.

განახლება დგება როგორც Autodesk 3ds Max 2013, ასევეAutodesk 3ds Max Design 2013-ზეც, მაგრამ აუცილებელ პირობად Product Update 3-ა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ.

დეტალური ინფორმაციისათვის გამოგადგებათ შემდეგი ბმული: http://labs.autodesk.com/utilities/geppetto/overview/

P.S.იმედია, განახლებების სერია არც თუ ისე ხშირი იქნება თავად პროგრამების მაქსიმალურად ხარისხიანი მუშოაბის ხარჯზე. არც თუ ისე სასიამოვნოა, როდესაც მომხმარებელი რაიმე პროგრამის ახალ ვერსიას აყენებს და სულ მალევე აპდეიტების მთელი სერია ხდება საჭირო, რათა არსებული შეცდომისაგან თავი დააღწიოს. აპდეიტები კარგია, მაგრამ პროგრამული პაკეტების შექმნისას უფრო მეტი ყურადღების დათმობა ჯობია.

კატეგორია: Software, გრაფიკა .

კომენტარის დატოვება