markup logo

898

ბრიუს უილისი „Apple“­-ს სასამართლოში შეეჭიდება

willis

ცნობილი ამერიკელი მსახიობი ბრიუს უილისი კომპანია „Apple“­ს დაემუქრა‚ რომ მის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს‚ რათა უფლება მოიპოვოს თავის მემკვიდრე ქალიშვილებს გადასცეს „iTunes“ ონლაინ­-მაღაზიიდან iPad-­ისთვის გადმოქაჩული ციფრული მუსიკის კოლექცია.

ამასთან დაკავშირებით ექსპერტები აღნიშნავენ‚ რომ ბევრი მომხმარებელი გაკვირვებული დარჩება‚ როდესაც გაიგებს‚ რომ ყველა ტრეკი და წიგნები‚ რომლებსაც ისინი ყიდულობენ „iTunes“-­ში სინამდვილეში მათ არ ეკუთვნით. მიუხედავად ამისა‚ საქმე სახელდობრ ასეა და ეს გამომდინარეობს მომხმარებლის შეთანხმებიდან‚ რომელზედაცისინი დათანხმდნენ.

მომხმარებლებს შეუძლიათ მხოლოდ „ინათხროვონ“ მუსიკა. ამგვარად‚ ნებისმიერი მუსიკალური ბიბლიოთეკა უსარგებლო გახდება მფლობელის სიკვდილის შემდეგ.

ბრიუს უილისმა‚ აღმოაჩინა რა‚ რომ ტრეკების საფასურის გადახდა არ გულისხმობს მათ შესყიდვას‚ მიხვდა‚ რომ იგი 60 ათასი დოლარის ღირებულების ტრეკების კოლექციას ვერ გადასცემს თავის ქალიშვილებს‚ რომლებიც‚ ძირითადად‚ თვითონ ქაჩავდნენ მათ „iTunes“-­იდან სარგებლობდნენ რა მშობლის აკაუნტით და საკრედიტო ბარათით.

მსახიობმა თავის იურისტებს ნდობის ფონდის შექმნა დაავალა‚ რომლითაც იგი „iTunes“­-ში შეძენილი მუსიკალური ჩანაწერების მფლობელი გახდება. მსახიობის აზრით‚ ასეთი ქმედებები საშუალებას მისცემენ უგულვებელვყოთ შეთანხმების პირობები. ხოლო თუ არა‚ მაშინ სასამართლოს ვერ ავცდებით.

კინოვარსკვლავი‚ აგრეთვე იმუქრება‚ სასამართლოს გზით მიაღწიოს „iTunes“-­ის მომხმარებელთა უფლებების გაფართოებას: „კანონი‚ რა თქმა უნდა‚ გაითვალისწინებს ახლანდელ სიტუაციას‚ მაგრამ იდეალში „Apple“-­მა და სხვა მსგავსმა კომპანიებმა თავიანთი პოლიტიკა უნდა წარმართონ კლიენტების კომფორტის გასაუმჯობესებლად“‚ – განუცხადა ჟურნალისტებს მსახიობის ადვოკატმა კრის უოლტონმა.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება