markup logo

812

ახალ Kindle Fire–ში გამოყენებული იქნება Nokia–ს რუკები

kf

Amazon –ის მიერ ახლახანს ანონსირებული ახალი პლანშეტები Kindle Fire, რომლებიც მოიაზრება iPad–ის სერიოზულ კონკურენტად, გამოიყენებენ Nokia –ს რუკებს.

Nokia –ს მონაცემებით Amazon –მა შეიძინა ლიცენზია Nokia –ს რუკების და გეოკოდირების სისტემის Location Platform–ის გამოყენებაზე. ამ სისტემით ისარგებლებენ  Kindle Fire–ის აპლიკაციების დეველოპერები, რომლებსაც არ სურთ  Google–ის ანალოგიური სისტემის გამოყენება.

Location Platform ნებას რთავს რეგისტრირებულ დეველოპერებს გამოიყენონ ნაკრები API გაჯერებული, მოსარგები გეოლოკაციური რუკების ფუნქციებით, ლოკაციის, მარშრუტების და „საცობების“ ფუნქციებით აპლიკაციების შესაქმნელად.  სისტემას გააჩნია როგორც მობილური აპლიკაციების, ასევე HTML5 –ის სახით ბრაუზერში მუშაობის მხარდაჭერა.

ამგვარად, ელექტრონული რუკების ბაზარზე გამოიკვეთა სამი ლიდერი: Nokia, რომლის პლატფორმასაც Amazon–ის გარდა იყენებენ Microsoft და Yahoo, Google  და Apple, რომლებმაც ახლახანს განაცხადა უარი Google–სთან თანამშრომლობაზე.

როგორც ჩანს, Apple –ს არ გააჩნია საკუთარი მუშა გლობალური კარტოგრაფიული სერვისი, iOS 6–ში იმუშავებს ღია პროექტ OpenStreet Maps –ის რუკები და ნიდერლანდის კომპანია TomTom –ის რუკები.

Nokia –ს კარტოგრაფიულმა  განყოფილებამ Navteq–მა გამოუშვა  GPS –ით და ლაზერული კამერებით აღჭურვილი Truecar ავტომობილების მეშვეობით შედგენილი სამგანზომილებიანი პანორამული რუკები 2010 წლის შემოდგომას. Navteq –ის კარტოგრაფიულ პროდუქტებს საფუძვლად უდევს ორი საკვანძო ტექნოლოგია: პირველი საშუალებას იძლევა ქალაქების სამგანზომილებიანი მოდელების შექმნისა, მეორე კი სძენს მათ პანორამულ ფოტოებს და ქმნის „სამგანზომილებიან ხედვას“.

პირველი ტექნოლოგია, სამუშაო დასახელებით Journey View მუშაობს ლაზერული განზომილებით მიღებულ მონაცემებზე, მეორე კი – City Scence – შექმნილია  Nokia –ს მიერ, სპეციალურად სურათის 3D –ში ტრანსფორმირებისთვის.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება