markup logo

822

ახალშექმნილი ამერიკული რობოტის შეგრძნება ადამიანისას აჭარბებს

rob

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტში შეიქმნა რობოტი‚ რომლის შეხებითი შეგრძნება უფრო ძლიერია‚ ვიდრე ადამიანისა. რობორტს შესწევს უნარი‚ მაღალი სიზუსტით გამოიცნოს მასალები მათი ზედაპირის ტექსტურის მიხედვით. ალბათობა იმისა‚ რომ რობოტი სწორედ გამოიცნობს ზედაპირის ტიპს‚ რომელიც მას მისცეს „შესახებად“‚ შეადგენს 95%­-ს.

მომავალში მსგავსი მოწყობილობები შეიძლება გამოყენებული იქნას ახალი თაობის პროთეზების შესაქმნელად‚ აგრეთვე პერსონალური დამხმარეებისა და მოსახმარი საქონლის შესამოწმებელი მოწყობილობების შექმნისას.

ახალი რობოტის თითი­სენსორები‚ რომლებმაც მიიღეს სახელწოდება „Bio Tac“‚ დამზადებულია რბილი და მოქნილი ხელოვნური ტყავისგან მასზე დატანილი მოხატულობა‚ რომელიც ადამიანის თითების ანაბეჭდს მოგვაგონებს‚ ეხმარება შეგრძნების გაძლიერებაში. როდესაც მიმღები მოძრაობს ხაოიან ზედაპირზე‚ რობოტის ტყავი იწყებს მცირედ ვიბრირებას. ვიბრაციას დაითვლის გიდროფონი‚ რომელიც დაყენებულია თითის ცენტრში. ადამიანის თითები აგრეთვე იყენებენ მსგავს ვიბრაციებს ტექსტურის განსაზღვრისთვის‚ მაგრამ რობოტის თითები ჯამში უფრო მგრძნობიარები აღმოჩნდნენ.

სენსორებსაც აგრეთვე ობიექტების ტემპერატურის განსაზღვრაც შეუძლიათ‚ რომლებსაც ისინი ეხებიან და გაიგონ‚ რომელი მიმართულებით გამოიყენება ძალა თითების დაბოლოებების მიმართ.

რობოტის პირველი მოდელი „სწავლობდა“ 117 სხვადასხვა მასალას. გააკეთარა ხუთი სასინჯი მოძრაობა ნიმუშზე‚ რომელიც არჩეული იყო შემთხვევითი სახით‚ Bio Tac-­მა სწორედ განსაზღვრა ზედაპირის ტიპი 95% ­შემთხვევაში. მკვლევართა სიტყვებით‚ ხანდახან რობოტი ვერ არჩევდა ერთმანეთისგან მხოლოდ მსგავს ტექსტურებს‚ რომელთა შორის განსხვავებას ადამიანები საერთოდ ვერ არჩევდნენ.

Bio Tac­-ის შემქმნელები თანამშრომლობენ „შყნთოუცჰ“­თან‚ რომელიც დაფუძნებულია 2008 წელს. ამ კომპანიამ უკვე დაიწყო რობოტების მიყიდვა სხვა მკვლევარებზე და ხელის პროთეზების მწარმოებლებზე.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება