markup logo

405

ახალი OS X–ის დაყენების შემდეგ შემცირდა Apple–ის ნოუტბუქების ელემენტის მუშაობის დრო

ml

Apple–ის ნოუტბუქების მომხმარებლები ჩივიან, რომ 25 ივნისს გამოსული OS X 10.8 Mountain Lion –ის დაყენების შემდეგ, კომპიუტერების აკუმულატორი უფრო სწრაფად იცლება.

Apple –ის საიტის ტექნიკური მხარდაჭერის ფორუმზე მომხმარებლები წერენ, რომ ნოუტბუქების მუშაობის დრო საგრძნობლად შემცირდა, ათობით პროცენტით, ზოგი კი ამტკიცებს, რომ ბატერის მუშაობის დრო ორჯერ ნაკლები გახდა.

ამ კვირის თემა Apple –ის ფორუმზე გახლდათ სწორედ ეს პრობლემა და უკვე ორშაბათისთვის ოთხას ორმოცდაათზე მეტი შეტყობინება იყო.

მომხმარებლები ასევე წერენ ცენტრალური პროცესორის მაღალ ტემპერატურაზე გამორთულ კომპიუტერშიც კი და „გაჩერებული“ კომპიუტერის ენერგიის ხარჯვაზე.

ზოგი მომხმარებელი ახალი ოპერაციული სისტემის მეშვეობით მუშაობს გაცილებით უფრო სწრაფად, ზოგი კი ამტკიცებს, რომ Mountain Lion აფერხებს მუშაობის პროცესს, პერიოდულად კურსორიც კი ქრება.

გასულ წელს OS X 10.7 Lion –ის გამოსვლის შემდეგ  Apple –ის ნოუტბუქების ზოგ მფლობელს ჰქონდა პრობლემა კომპიუტერის ავტონომიური მუშაობის დროის შემცირების სახით.

ოპერაციული სისტემა OS X 10.8 Mountain Lion გახდა ბაზარზე 11 წლის მქონე სტაჟის Mac OS X „ოჯახის“–ის მეცხრე რელიზი.  Mac კომპიუტერები Apple –ის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლები მოგება მოაქვთ კომპანიისთვის, ვიდრე iPhone–ს და iPad–ს.

Mountain Lion გამოვიდა წინა ვერსიის Mac OS X 10.7 Lion–ის  ზუსტად ერთი წლის შემდეგ.  განახლებას გააჩნია ორასზე მეტი ახალი ფუნქცია, მაგრამ მრავალი ექსპერტის აზრით ეს უფრო შეცდომების გასწორებაა, ვიდრე ახალი პლატფორმა. თუმცა, უკვე გადმოტვირთულია სამ მილიონზე მეტი ასლი

კატეგორია: Hardware, OS, Software, ლეპტოპები .

კომენტარის დატოვება