markup logo

461

ახალი Android აპლიკაცია „მიხვდება“, რომ ადამიანი გასაჭირშია და გამოიძახებს დახმარებას

cradar

Android აპლიკაციების ონლაინ მაღაზიაში Google Play გამოჩნდა ახალი უფასო პროგრამა CRADAR, რომლის დანიშნულებაა – აქსელერომეტრის მეშვეობით აღმოჩენა, იმისა რომ მფლობელი, მაგალითად წაიქცა, რის შემდეგაც ტექსტური შეტყობინების გაგზავნა ერთ–ერთ მითითებულ ნომერზე. დახმარების შესახებ შეტყობინების ტექსტი უნდა შეადგინოს თავად მფლობელმა.

ამერიკული კომპანია ActionXL–ის დეველოპერების ჩანაფიქრის მიხედვით, როდესაც ტელეფონის მფლობელი ვარდება ან ხვდება უბედურ შემთხვევაში, აპლიკაცია რთავს ტაიმერის უკუთვლას, ოცდაათიდან ასოც წამამდე დიაპაზონში.

თუ ამ დროის განმავლობაში სერიოზული შერყევის შემდეგ, მომხმარებელი არ იძვრის, მოწყობილობა აგზავნის შეტყობინებას ინფორმაციით,  რომ მფლობელი საგანგებო მდგომარეობაშია.

შეტყობინება ასევე შეიცავს აპარატის მფლობელის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ასე რომ ადამიანის პოვნა შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაშიც კი თუ ის უგონოდაა.  თუ მფლობელს ტელეფონი შემთხვევით უბრალოდ დაუვარდა, საკმარისი დროა საგანგებო გამოძახების გასაუქმებლად.

ActionXL –მა შექმნა ეს აპლიკაცია სპეციალურად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, მთასვლელებისთვის, ავტომობილისტებისთვის და  ექსტრემალური დასვენების მოყვარულთათვის, რომლებისთვისაც სხეულის მდგომარეობის შეცვლა ძალზე მოსალოდნელია.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება