markup logo

1,458

ახალი მოლაპარაკება Apple–სა და Samsung–ს შორის წარუმატებლად დასრულდა – ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს

apvssam

გასულ კვირას მოსამართლე ლიუსი კომ, რომელიც კალიფორნიის სასამართლოში განიხილავს Apple –ის საჩივარს Samsung–ის წინააღმდეგ, მოუწოდა კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვედრისკენ  შეთანხმების მისაღწევად, სანამ ნაფიცი მსაჯულები დაიწყებენ მუშაობას ამ საკითხზე.

მხარეთა წარმომადგენლები დათანხმდნენ შეხვედრაზე, მაგრამ კვირის დასასრულს გამოაცხადეს, რომ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.

სააგენტო Bloomberg –ის ცნობით ნაფიც მსაჯულებმა დაიწყეს საქმის განხილვა 21 აგვისტოს.

მიმდინარე წლის მაისში Apple–ის  და  Samsung–ის გენერალურმა დირექტორებმა უკვე გამართეს სასამართლოს მიერ დაკისრებული ორდღიანი მოლაპარაკებები საპატენტო დაპირისპირების მოგვარების მიზნით. ორი გიგანტის იურიდიული კონსულტანტების შეხვედრას მაშინაც არ მოჰყოლია დადებითი შედეგი.

Apple–ს და Samsung–ს შორის ბრძოლა სასამართლოებში მთელი მსოფლიოს მასშტბაით გასული წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს, მაშინ ამერიკულმა კომპანიამ დაადანაშაულა კონკურენტი Galaxy სმარტფონებისა და პლანშეტების დიზაინში iPhone –ის და iPad–ის  კოპირებაში.

სამხრეთ კორეულმა კომპანიამ უპასუხა საჩივრებით უკაბელო კავშირის რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის Apple –ის მიერ უკანონო გამოყენების შესახებ.  მხარეებმა შეიტანეს ათობით საჩივარი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოში.

ამასთან, მიუხედავად მწვავე კონკურენციისა, Samsung რჩება Apple –ის გაჯეტებისთვის შემადგენელი ნაწილების ერთ–ერთ მთავარ მიმწოდებლად. მაგალითად, ფლეშ მეხსიერების ჩიპების, მიკროპროცესორების, დისპლეების და სხვა სმარტფონების, პლანშეტების თუ პლეერების ნაწილებისა.

ენთუზიასტებმა, რომლებმაც ახლახანს „გამოშიგნეს“ ახალი iPad , დათვალეს, რომ მისი შიგთავსი 40%–ით შედგება კონკურენტის პროდუქციისაგან.

ინტერესს დაპირისპირების მიმართ ჰმატებს ასევე ის ფაქტიც, რომ Samsung გახლავთ უმსხვილესი IT კომპანია შემოსავლების მოცულობის თვალსაზრისით, ხოლო Apple – სუფთა მოგებით.

ანალიტიკური კომპანია Display Search –ის მონაცემებით 2012  წლის  პირველი  კვარტლის მიხედვით, Samsung – მა დაიკავა პირველი ადგილი მობილური ტელეფონებისა და სმარტფონების გაყიდვების მოცულობით.

სამხრეთ კორეული კომპანიის გაყიდვები პირველ კვარტალში გაიზარდა 44 მილიონ ცალამდე ანუ სამჯერ მეტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს არის  219 მილიარდ დოლარად შეფასებული სმარტფონების ბაზრის 31%.  Apple  –მა გაყიდა  35,1 მილიონი მოწყობილობა და ამით დაიკავა ბაზრის  24%.

თუმცა, Apple ინარჩუნებს ლიდერობას პლანშეტების ბაზარზე: პირველი კვარტლის მონაცემებით ამერიკული კომპანიის ხვედრითი წილი შეადგენდა 63% (გაყიდული 13,6 მილიონი ეგზემპლარით), Samsung – სა კი 7,5% ( 1,6 მილიონი ეგზემპლარით).

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება