markup logo

415

ახალი მზვერავი პროგრამა საშუალებას მისცემს ამერიკელ სამხედროებს უთვალთვალონ ადამიანებს მათივე სმარტფონების მეშვეობით

spy

ინდიანას უნივერსიტეტის და აშშ–ს სამხედრო საზღვაო სისტემების შემუშავების განყოფილებამ (NAVSEA) გამოაქვეყნეს arXiv.org საიტზე და ტექნობლოგ Technology Review –ში ინფორმაცია სმარტფონების მფლობელებზე თვალთვალის ახალი ტექნოლოგიის შესახებ.

ახალი ტექნოლოგია მდგომარეობს სმარტფონზე მავნე პროგრამული უზრუნველყოფის დაყენებაში, რომელიც იტაცებს მონაცემებს იმ გარემოს შესახებ სადაც არის მომხმარებელი. სხვა სიტყვებით, მავნე პროგრამა მალულად ყენდება თვალთვალის ობიექტების სმარტფონებზე და იღებს ფოტოებს.

მკვლევარებმა ჩაატარეს ახალი ტექნოლოგიის ტესტირება 20 მოხალისის მონაწილეობით, რომლებსაც ჰქონდათ სმარტფონები მავნე პროგრამით. სმარტფონი ფარულად იღებდა სივრცის სურათებს, ასევე აფიქსირებდა მოძრაობის  და ადგილმდებარეობის სენსორების მონაცემებს. შემდგომ წინასწარ დამუშავებული ფოტოები იგზავნება სერვერზე NAVSEA.

ფოტოების,  მოძრაობის სენსორების მონაცემებით სერვერზე იქმნება ფართის სამგანზომილებიანი მოდელი. როგორც წესი, ყველა მოდელი იყო დეტალურად ზუსტი და შეადგენდა 180 000–დან 800 000 –მდე სამგანზომილებიან წერტილს.

შემდეგ მკვლევართა ერთი ჯგუფი იღებდა ფოტოებს, მეორე ჯგუფი კი – სამგანზომილებიან მოდელს კონფიდენციალური ინფორმაციის აღმოსაჩენად.

მოდელებში ორიენტირებისთვის დეველოპერებმა შექმნეს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფოტოების დეტალების გარჩევა. აღმოჩნდა, რომ სამგანზომილებიანი მოდელის მეშვეობით ინფორმაციის ამოღება უფრო ადვილია.

ახლახანს, ცენტრალური საგამოძიებო სამმართველოს დირექტორმა დევიდ პეტრეუსმა აღნიშნა, რომ ახალი ტექნოლოგიები, რომლებიც ფართოდ გამოიყენება რიგით მოქალაქეებში, ეხმარებიან თანამშრომლებს საგუშაგო სამუშაოებში.

თუ ადრე, „შპიონებს“ უწევდათ სახიფათო თვალთვალი და მოსასმენი მოწყობილობების დაყენება ყველგან სადაც დადის ადამიანი, რომელმაც დააინტერესა გამოძიება, ახლა სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა.

„ჭკვიანი სახლების“ გამოჩენით გეომიჯაჭვული მონაცემების მიხედვით ცენტრალური საგამოძიებო სამმართველო რეალური დროის რეჟიმში იღებს უამრავ სასარგებლო მონაცემებს: ადამიანის ადგილმდებარეობით დაწყებული ფარული გადაღებით დამთავრებული.

მომავალში ეს სფერო კიდევ უფრო განვითარდება, რადგან მოსალოდნელია დისტანციური მართვისა და მონიტორინგის სისტემების, სენსორული ქსელების, რადიოსიხშირის იდენტიფიკაციის, მონაცემთა სერვერების და ა.შ.  ფართო გავრცელება.

მთელ ამ ელექტრონიკას გააჩნია მაღალი გამოთვლითი სიმძლავრე და დამატებითი ამოცანების შესრულების უნარი. გარდა ამისა, გეოლოკაციური მონაცემების მოპოვების სფეროში შესაძლებელია თავისუფლად მოძრაობა, რადგან არ არის იურიდიული შეზღუდვები მოქალაქეებზე თვალთვალის მხრივ.

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი საგამოძიებო სამსახურის უფროსი დიდ იმედებს  ამყარებს ასევე ღრუბლოვან სერვისებზე, სუპერკომპიუტერებზე და კვანტურ კომპიუტერებზე, რომლებსაც შეუძლიათ ძალიან დიდი მოცულობით ინფორმაციის დამუშავება.

კატეგორია: Software, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება