markup logo

760

ახალი ინტერნეტ ვიდეო სტანდარტი, რომელიც ორჯერ უფრო სწრაფად “ტვირთავს” ფილმებს

mpefg

იხარეთ, რადგან შემოდის ახალი MPEG ვიდეო სტანდარტი – High Efficiency Video Coding, რომელიც არსებულ სტანდარტებთან შედარებით ორჯერ უფრო ეფექტურია.  ეს ნიშნავს, რომ ფილმები ორჯერ უფრო სწრაფად გადმოიტვირთება ან/და გაორმაგდება მათი ხარისხი. HEVC  მომავალ წელს შემოვა.

Ericsson –ის კვლევების ვიზუალური ტექნოლოგიის მენეჯერის თქმით, ახალი სტანდარტი შეიძლება გაიშვას კომერციულ პროდუქტებზე უკვე 2013 წლიდან. თუმცა,  მას არ დაუზუსტებია, თუ რა სახის პროდუქტზეა საუბარი, მაგრამ შესაძლოა იგულისხმა მობილური ტელეფონები, პლანშეტები, გრაფიკული პლატები და set top boxes („პრისტავკები“).

„ახალი ფორმატი გვთავაზობს დღესდღეობით არსებულ ყველაზე მაღალ ვიდეო ხარისხს  ინტერნეტის, არსებულთან შედარებით, ნახევარი გამტარუნარიანობის გამოყენებით. ეს მნიშვნელოვანია, რადგან  მონაცემების უმეტესობა იგზავნება ვიდეოგამოსახულების სახით, 2015 წლისთვის სავარაუდოდ ის შეადგენს მთელი ტრაფიკის 90 %“, ამბობს მენეჯერი.

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროვაიდერებს შეუძლიათ გადატენონ უფრო მეტი კონტენტით იგივე არხები, რომლებსაც იყენებენ ამჟამად. ყველაფერთან ერთად ეს ნიშნავს, რომ მაუწყებლობა ნაკლებად „ჭედვადი“ იქნება და, რაც მთავარია, ნაკლებ გამტარუნარიანობას საჭიროებს. უკანონო სამაუწყებლო გეგმების გაქრობასთან  ერთად ეს  კარგი სიახლე გახლავთ.

დიდი მოცულობის ვიდეოფაილების გადმოსტვირთად ორჯერ ნაკლები დრო დაგჭირდებათ, ხარისხი კი ორჯერ უფრო მაღალი იქნება.

სტივენ კროულის სიტყვების მიხედვით, Motorola–ს დეტალურ ანგარიშში ნათქვამია, რომ ჩვეულებრივ ტექნოლოგიური ევოლუცია ზრდის შედეგებს  10–20 % ყოველწლიურად, ყოველ 6–8 წელიწადში კი შედეგები ორმაგდება.

როგორც ჩანს მოვიდა გაორმაგებული გაძლიერება? საინტერესოა, რომელი ტელეფონი იქნება პირველი HEVC სტანდარტით? შესაძლოა, iPhone 6 ხომ არა, რაიმე ჯადოსნური Apple A10 პროცესორით?

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება