markup logo

779

ახალი დაჯგუფება შურს იძიებს ყველა დაკავებულ ჰაკერზე

hak

ჰაკერთა ჯგუფმა, რომელიც თავის თავს Team GhostShell –ს უწოდებს, საკუთარ თავზე აიღო მსოფლიოს სხვადასხვა კომპანიის და ორგანიზაციის ასამდე საიტის გატეხვის ფაქტზე პასუხისმგებლობა. ჯგუფი აცხადებს, რომ გამოდის ბანკებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ და შურს იძიებს ყველა წელს აღმოჩენილ და დაჭერილ ჰაკერზე.

კომპანია Imperva–ს მკვლევარების მონაცემებით ჰაკერებმა გამოიყენეს SQL ინექციები (ფორმების ველში მავნე კოდის შეყვანა, რაც საშუალებას იძლევა ინფორმაციის გამოტანისა სერვერის მონაცემთა ბაზიდან), რათა იმოქმედონ სუსტ პაროლებზე.

ბოროტმოქმედებმა გატეხეს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციის, ბანკის, კონსალტინგური ორგანიზაციის, ტელესაკომუნიკაციო კომპანიის, მეცნიერების, ბირჟის, უძრავი ქონების სააგენტოს, რობოტოტექნიკის საწარმოს და სხვა მრავალი ორგანიზაციის ასობით საიტი.

ყველა გატაცებული მონაცემი გამოქვეყნდა რესურს Pastebin –ზე. გატეხილი მონაცემთა ბაზები შეიცავენ მილიონობით მომხმარებლის ლოგინებსა და პაროლებს, მათ ნამდვილ სახელებს და ელექტრონული ფოსტის მისამართებს.

ჰაკერთა განცხადების თანახმად, ოპერაცია Project HellFire ჩაატარა დაჯგუფების ორმა დამოუკიდებელმა ნაწილმა სხვა ჰაკერულ გუნდებთან თანამშრომლობით. ასევე გაჟღერდა მიმდინარე წლის შემოდგომასა და ზამთარში მოსალოდნელი იერიშების შესახებ.

უფრო ადრე, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს, GhostShell –ის მონაწილეებმა ანალოგიურად დაუჭირეს მხარი მოძრაობას „დაიპყარი უოლ სტრიტი“, გატეხეს საიტი IT Wall Street, რომელზეც განთავსებულია მსხვილი კომპანიების ვაკანსიები და რეზიუმე.

ბოროტმოქმედებმა გამოაქვეყნეს 12 ფაილი, რომლებიც, მათი თქმით, შეიცავენ 50 000–ზე მეტი ადამიანის მონაცემებს: სახელებს, გვარებს, სახლის მისამართებს, ელექტრონული ფოსტის მისამართებს და ინფორმაციას საიტების აქაუნტებზე შესასვლელად, ასევე  პაროლების ნაწილს შიფრის გარეშე.

ასევე ხელმისაწვდომი გახდა ინფორმაცია პოტენციური მუშაკების სასურველი ხელფასის ოდენობის შესახებ, გამოხმაურება მათზე და კანდიდატებსა და რეკრუტორებს შორის სატელეფონო საუბრების ჩანაწერები.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება