markup logo

1,152

აშშ–ში იყიდება „პირველი ქრისტიანული პლანშეტი“ – პორნოს და ძალადობის გარეშე, ბიბლიის ტექსტით 27 ენაზე

edifi

აშშ–ში Family Christian –ის ქსელის წიგნების მაღაზიებში გამოჩნდა მოწყობილობა Edifi, რომელსაც  ნამდვილად შეიძლება დაერქვას „პირველი ქრისტიანული პლანშეტი“, იუწყება  siteua.org.

ეს „ხმაურიანი“ სახელი Edifi–მა (ინგლისური edification – „დარიგება“) მოიხვეჭა, როგორც ჩანს, ბიბლიის 27 ენაზე თარგმანის გამო, აპლიკაციის ქრისტიანული ინტერნეტ–რადიოს მოსასმენად და „უსაფრთხო“ ინტერნეტ ბრაუზერი Safe Search, რომელზეც არ არსი პორნო და ძალადობა.

როგორც პლანშეტის „შემქმნელები“ ამბობენ FoxNews –თან ინტერვიუში, ეს ახალი მოწყობილობა სულ რაღაც 149 დოლარად დაეხმარება ხალხს, რომ „უფრო ახლოს იყვნენ ღმერთთან“.

დაკვირვებული დათვალიერების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ Edifi არის  ერთ–ერთი უამრავი noname პლანშეტების რიცხვიდან, მხოლოდ ოდნავ შცვლილი დიზაინითა და სახელით.  მოწყობილობის ტექნიკური მაჩვენებლები ზუსტად შეესაბამება ფასს: 7 დიუიმიანი ეკრანი 800х480 გაფართოებით, 512 Мb ოპერატიული  მეხსიერებით,  8 Gb ჩაშენებული მეხსიერებით და  Android 2.3.

ჩინურ ბაზარზე ან ინტერნეტ მაღაზიებში ანლოგიურ მოწყობილობას შეიძენთ    20 დოლარით ნაკლებად, ვიდრე მის „ქრისტიანულ“ ვერსიას (მაგალითად Multipad M7 ან Cydle M7).

კატეგორია: Hardware, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება