markup logo

981

აშშ–ს სამხედრო საჰაერო ფუტურულოგებმა იწინასწარმეტყველეს, რომ მსოფლიოს კიბორგები დაასახლებენ

ciborgs

კვლევითი პროგრამა Blue Horizons –ის (რომელიც ითვალისწინებს მომავლის ტექნოლოგიების წინასწარმეტყველების შესახებ ყოველწლიური მოხსენებების სერიის მომზადებას) ფარგლებში, ექსპერტებმა აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალებიდან წარადგინეს ვიდეორგოლი, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს ადამიანებსა და მანქანებს შორის ზღვარის წაშლას.

ეს პროცესი უფრო და უფრო სწრაფად მიმდინარეობს, სანამ განსხვავება მანქანას და ადამიანს შორის საერთოდ არ გაქრება და არ დაიწყება კიბორგების ერა დედამიწაზე. სამხედრო ფუტუროლოგების აზრით სოციალური მედია მნიშვნელოვანი ეტაპია ამ ანტიუტოპიის გზაზე.

ამასთან ამერიკელი სამხედროები თვლიან, რომ უნდა იწინასწარმეტყველონ, თუ როგორ შეცვლის ტექნოლოგია ჩვენ ცივილიზაციას. მათ სჯერათ, რომ შეუძლიათ საკმაოდ ზუსტად იწინასწარმეტყველონ, კონკრეტულად რა ტექნოლოგიები დაინერგება ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად, იმპლანტირებული ჩიპი ტვინში.  თუმცა, ვერავინ იტყვის ზუსტად რა მოჰყვება ამგვარი პროგრესის ახალ ეტაპს, რაც ქმნის გარკვეულ შეშფოთებას.

ვიდეორგოლი გაჟღენთილია აინშტაინის ციტატის განწყობით: „ტექნოლოგიური პროგრესი – არის ცულივით პათოლოგიური კრიმინალის ხელში“. გრაფიკში წარდგენილია უფრო და უფრო დახვეწილი ტექნოლოგიები, რომლებიც მატულობენ 1500  წლიდან 2035 წლამდე.

პროგრამა Blue Horizons  – აშშ–ს სამხედრო საჰაერო ძალების უნივერსიტეტის სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ცენტრის (CSAT) კვლევითი პროექტია. ამ პროგრამის ფარგლებში უნდა გაირკვეს, თუ როგორი იქნება ჰაერი, კოსმოსი და კიბერსივრცე 20 უახლოესი წლის განმავლობაში. ასევე ის იკვლევს შესაძლო საფრთხეებს აშშ–ს ეროვნულ უსაფრთხოების სფეროში და ბრძოლის შესაძლო მეთოდებს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება